santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
თევზის კონცერტი
ავტორი: ჰალდორ ლაქსნესი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე, მანანა პაიჭაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
14.9
თეთრი გვარდია, ბატონი დე მოლიერის ცხოვრება, თეატრალური რომანი
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცემლობა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა. ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა და მთლიანად 1966 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში სტალინის ნებართვით დაიდგა, თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია, ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“ ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს, სადაც მისი პიესები იდგმებოდა, თვითონ კი რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც. კრებულში შესული მესამე რომანი კი – „ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ – ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია და ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში, ლუი XIV-ის საფრანგეთში მოღვაწე ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.
30.9
თეთრი ეშვი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
9.9
ამოწურულია
თეთრი კბილები
ავტორი: ზეიდი სმითი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამარ ბაბუაძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
29.9
თეოლოგია და ენა
ავტორი: სტილიანოს პაპადოპულოსი მთარგმნელი: გოჩა ბარნოვი გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
21.6
თეორია კინგ კონგი
ავტორი:ვირჟინი დეპანტი თარგმანი: ბაჩანა ჩაბრაძე    „თეორია კინგ კონგი“ ვირჟინი დეპანტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ტექსტია. ავტორი განვლილი ცხოვრებით ამსხვრევს სექსუალური ძალადობისა თუ პროსტიტუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. დეპანტი განიხილავს სექსისა და გენდერის საკითხებსა და მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. „თეორია კინგ კონგი“ ის ავტობიოგრაფიაა, რომელიც, ამავდროულად, ამბოხისკენ მოწოდება და პანკფემინიზმის მანიფესტია.
17.9
თეოსოფია
ავტორი : ანი ბეზანტი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი     ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. ავტორს სამასზე მეტი წიგნი და პამფლეტი აქვს დაწერილი. როგორც განმანათლებელს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი ბანარას ჰინდუს უნივერსიტეტის (ინდოეთი) დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელიც იყო. თხუთმეტი წლის განმავლობაში ბეზანტი საჯაროდ უჭერდა მხარს ათეისტურ ინგლისს და მეცნიერულ მატერიალიზმს. ბეზანტის მიზანი იყო უზრუნველეყო დასაქმება, ცხოვრების უკეთესი პირობები და სათანადო განათლება ღარიბთათვის. წიგნი – „თეოსოფია“ – მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს თუ რას ნიშნავს თეოსოფია, როგორ ერწყმის ის სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას, როგორიცაა – მეცნიერება, რელიგია, ფილოსოფია და სხვა. მკითხველი წიგნში გაეცნობა თეოსოფიას, როგორც მეცნიერებას; როგორც მორალსა და ხელოვნებას; როგორც ჰარმონიულ ურთიერთობათა მეცნიერებას; როგორც ფილოსოფიას; თეოსოფიის გამოყენებას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. დაბოლოს, განხილულია თეოსოფიური საზოგადოების მნიშვნელობა, სადაც ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს საყოველთაო საძმო, რომლის მიზანია: I. საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობისა და კანის ფერისა; II. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლების წახალისება; III. ბუნების განუმარტებელი კანონებისა და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.
14
თექის წიგნი – პირველი სიტყვები
შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან პირველ სიტყვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის. ასაკი 3-5 წელი
19.9
თექის წიგნი – ფერები და რიცხვები
შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან ფერებსა და რიცხვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის.
19.9
თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი
ავტორი: ბექა ქურხული   „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ ბექა ქურხულის ახალი რომანია, რომელშიც მოქმედება ორ დამოუკიდებელ ხაზად, ორ სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილას ვითარდება – მე-13 საუკუნის შუა აზიაში, დიდი ყივჩაღეთის ველებზე, ანუ დეშთი ყიფჩაღში და 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისში.   რომანი ერთ-ერთი მთავარი გმირის – ბაბურის ამბით იწყება, როდესაც ყივჩაღეთის ველებში, უცხო მოდგმის ხალხთან შეტაკების დროს მოულოდნელად თავისივე თანამებრძოლი მათრახს გადაარტყამს სახეში და თვალს ამოთხრის. აქედან ვითარდება მთელი ეს ისტორია – სამაგიეროს გადახდის სურვილი, შიში, გაურკვევლობა, ღმერთის ძიება და უარყოფა, ჭეშმარიტების, სიცოცხლის არსისა და აზრის კვლევა, პანიკა, სიყვარული... საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.   ასევე სიყვარულით იწყება რომანის თანამედროვე თბილისური ნაწილი. გიორგი ასათიანი თავისი თაობის ბიჭების მსგავსად არეული, დამარცხებული და თითქოს დროსა და სივრცეშია დაკარგული. გალოთებული და უსასტიკეს ყოფას მიმწყდარი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს და რაიმე გამოსავალი ნახოს, გზას ეწიოს. და აი ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს სიცოცხლის აზრიც და თავიც დაკარგული აქვს, დამარცხებისთვის განწირული სასოწარკვეთის დროს გიოსთვისაც ერთადერთი გამოსავალი და თავშესაფარი რჩება – ქალი და სიყვარული...
17.95
თვალებბრიალა წიგნი - გარეული ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები გარეულ ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - ფერმის ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ფერმის ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - შინაური ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები შინაურ ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - ცხოველთა შვილები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ცხოველთა შვილებს გაეცნობიან. 
8.95
თვითმკვლელი ქალწულები
ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება: ამერიკელები     ”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების - ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.      
16.95
სიახლე
თინეიჯერების სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი: გერი ჩეპმენი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   გიჭირთ თქვენს თინეიჯერთან საერთო ენის გამონახვა? თინეიჯერების აღზრდა ასეთი დამაბნეველი არასოდეს ყოფილა. თუ გაწუხებთ ფიქრი იმაზე, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებთ, იცოდეთ -თქვენ გამონაკლისი არ ხართ. მთავარია, არ დაკარგოთ იმედი. თუკი მოახერხებთ სიყვარულის სათანადოდ გამოხატვას მკვეთრად შეცვლილი თქვენი თინეიჯერის მიმართ, მასთან სიახლოვის შენარჩუნებასა და საჭირო გავლენის მოხდენასაც შეძლებთ და, რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულ და შეგნებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. დოქტორი გერი ჩეპმენი გასწავლით, როგორ: • გაუგოთ დღევანდელ თინეიჯერებს • მიაგნოთ თქვენი თინეიჯერისთვის შესაფერის სიყვარულის ენას • აღმოაჩინოთ თქვენი თინეიჯერისადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო ფორმები • უპასუხოთ თქვენი თინეიჯერის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ და ჩაუნერგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა • გულისხმიერებითა და გონიერიებით დაეხმაროთ შეცდომის დაშვების შემთხვევაში თინეიჯერის აღზრდა რთულია, მაგრამ დოქტორი ჩეპმენის პროფესიულ რჩევებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ამას წარმატებით, თანაც - ძალიან კარგად შეძლებთ!
16.95
თიხის ხიდი
ავტორი: მარკუს ზუზაკი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინსი   „თიხის ხიდი“ მარკუს ზუზაკის ბოლო რომანია. ცნობილი „წიგნის ქურდის“ შემდეგ დიდი დრო გავიდა და ავტორი კვლავ გამოჩნდა ახალი წიგნით! როცა დედა ემიგრანტია საბჭოთა ქვეყნიდან, როცა მამა, დედაშენის გარდაცვალების შემდეგ, ხუთ მცირეწლოვან შვილს ტოვებს, სახლიდან გარბის და მერე ბრუნდება თხოვნით, ხიდის აშენებაში დაეხმარონ, კეთილი, მიმტევებელი და ღირსეული ბიჭი, კლეი დანბარი უნდა იყო, რომ დატოვო ძმები, საყვარელი ცხოველები და გოგონა, რომელიც გიყვარს, გაჰყვე მას და ხიდის მშენებლობა შენი ცხოვრების საქმედ აქციო. ეს რომანი იღბლიან შეხვედრებზე, საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე, სევდასა და დანაშაულის განცდაზეა, კიდევ ჰომეროსსა და პიანინოზე, გაქცევასა და დაბრუნებაზე, ცხენებსა და დოღზე, დანბარბიჭებზე და, რაც მთავარია, ბევრ სიყვარულზე.      
14.95
თოვლიანი დღის სიტყვების წიგნი
ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
16.9
თოვლის გამყიდველი
ავტორი: ინგა გოგიბერიძე გამომცემლობა: ინტელექტი
9.95
თოვლის კაცი
ავტორი: იუ ნესბო მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი სერია: TOP თრილერი   პირველი თოვლი ჯადოსნურია ‒ ხმებს ახშობს და კვალს შლის... ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პირველი თოვლისგან გაკეთებულ თოვლის კაცს სიკვდილი მოაქვს... მთავარი დეტექტივი ჰარი ჰოლე დაკარგულ ქალს ეძებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ პირველი თოვლის მოსვლისთანავე გათხოვილი ქალები უჩინარდებიან. კვალი სერიულ მკვლელთან, მეტსახელად, „თოვლის კაცთან“, მიდის, რომელიც დეტექტივს ვერა და ვერ მოუხელთებია და ამას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს... იუ ნესბო მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ნორვეგიელი კრიმინალური თრილერების მწერალია. მსოფლიოში მისი წიგნების 28 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. იუ ნესბოს რომანები 51 ენაზეა თარგმნილი. დეტექტივ ჰარი ჰოლეს შესახებ წიგნების სერიის გარდა, მას კიდევ არაერთი ნაწარმოები აქვს გამოცემული, მაგალითად, „თავებზე მონადირე“, რომელიც 32 ენაზე ითარგმნა. იუ ნესბოს 25-ზე მეტი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორისაა: Riverton Honor Prize, CWA International Dagger, The Norwegian Booksellers’ Prize, The Great Caliber Award of Honour.  
14
თოვს და ითოვოს
ავტორი: გრინი ჯონ; ჯონსონი მორინ; მირაკლი ლორენ   შობის ღამეს ქალაქ გრეისთაუნის მცხოვრებლებს მოულოდნელად ქარბუქი დაატყდება თავს: ჩერდება მატარებლები, მანქანები თოვლში ეფლობა და ადამიანები ცდილობენ, გამოდარებას სახლებში დაელოდონ.  მხოლოდ ერთი  გოგონა გაბედავს, თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოვიდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ იწყება მოვლენები, რომლებიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის: ერთ გოგონას მომხიბლავი უცხო ბიჭი შეუყვარდება, სამი მეგობარი რბოლაში გაიმარჯვებს, ხოლო ჯუჯა გოჭის ბედი შეყვარებული ბარისტას ხელში აღმოჩნდება...     კრებული "თოვს და ითოვოს!" სამი ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისაგან შედგება.  აქ ყველაფერია: ქარბუქი, მეგობრობა, სიყვარული, კოცნა... -შობა-ახალწლის დღესასწაულების  მთელი ხიბლი.
12.9
თოლია ჯონათან ლივინგსტონი
ავტროი: რიჩარდ ბახი მთარგმნელი: ავით აკრიანი   წიგნი მოგვითხრობს ისტორიას ჯონათან ლივინგსტონზე, რომელიც ჩვეულებრივი თოლიაა, არაჩვეულებრივი აზროვნებით. ჯონათანს მობეზრდება თავისი ყოველდღიური ცხოვრება, რადგან მას თავისუფლება სწყურია, ამისათვის კის სწრაფი ტემპით ფრენას სწავლობს, რაც გუნდიდან გარიყვის მიზეზი ხდება. წიგნის წაკითხვის შედეგ დარწმუნდებით, რომ თუ მიზანდასახული ხარ და არც შრომა გეზარება, ყველაფერი გამოვა.
8
თოფები, მიკრობები და ფოლადი
ავტორი: ჯარედ დაიმონდი სერია: აკადემნია   მთარგმნელი: ნიკა სამუშია როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით? მკითხველის წინაშეა წიგნი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი გახდა; მრავალ ენაზე ითარგმნა და ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მკვლევარმა ჯარედ დაიმონდმა ისტორიაზე, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაზე დაყრდნობით ჩვენი დროის კლასიკური ნაშრომი შექმნა. მან ამ მახვილგონივრულ, ცნობებით სავსე წიგნში ევოლუციურ გარემოსთან დაკავშირებული ის ფაქტორები გამოააშკარავა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის ზოგადი ტენდენციები განსაზღვრა. წიგნში ის მოგვითხრობს, თანამედროვე მსოფლიო და მისი უთანასწორობანი როგორ წარმოიქმნა. „თოფები, მიკრობები და ფოლადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც კი ჩვენი თაობის ნებისმიერ ინტელექტუალს უმუშავია“ (გრეგ ისტერბრუკი, „ნიუ-იორკ ტაიმსი“). ავტორის შესახებ ამერიკელი მეცნიერი ჯარედ დაიმონდი, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორი,  ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი და ბიოგეოგრაფი ათეულობით წიგნის ავტორია, რომელთა თემატიკაც ანთროპოლოგიას, ლინგვისტიკას, გენეტიკასა და ისტორიას მოიცავს. იგი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია. ჯარედ დაიმონდს, აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და ფილოსოფიური საზოგადოების წევრს, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო ერგო,  მათ შორის აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო მედალი, წლის ჰუმანისტის წოდება (2016), პრემია „ლურჯი პლანეტა“ და სხვა.
27.9
თოფი სილიკონის
15