santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
კუნძულის შესაძლებლობა
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: მერაბ ფიფია ყდა: რბილი „კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება. მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, თავიდან წარმატებით ართობს მაყურებელს საკუთარი სკეტჩებით და მოგვიანებით არანაკლები წარმატებით იღებს პორნოფილმებსაც. აუდიტორიაზე მზარდი ზეგავლენით წაქეზებულს, ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება პირველის მკაცრ, თითქმის გაუსაძლის რეალობას.
16.9
კუპე N6
ავტორი: როზა ლიქსომი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა. ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან. როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
17.95
კუპიდონი კრემლის კედელთან
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
კურდღელი პიტერი: გილოცავ დაბადების დღეს
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს პიტერის დაბადების დღეა! მაგრამ ნუთუ ყველას დაავიწყდა ეს დღე – დედას, დაიკოებს, მეგობრებს… კურდღელი პიტერი თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან მოწყენილია. როგორ ფიქრობ, დიდ სიურპრიზს ხომ არ უმზადებენ ოჯახი და მეგობრები?! სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურდღელი პიტერი: საშობაო სურვილი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს შობაა კურდღლების სოროში! მაგრამ თოვლის პაპა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ყველას ტკბილად სძინავს… კურდღელ პიტერს კი ძალიან უნდა, თოვლის პაპა თავისი თვალით ნახოს. როგორ ფიქრობ, აუხდება საშობაო სურვილი? სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურდღელი პიტერი: ძილი ნებისა, პიტერ!
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ძილი ნებისა, პიტერ! დღეიდან შენს საკუთარ ლამაზ ოთახში დაიძინებ! მაგრამ ახალი ოთახი ძალიან დიდია… კურდღელი პიტერი კი სულ მარტოა! ნეტავ საშიში ხომ არაა? როგორ ფიქრობ, მიეჩვევა მარტო დაძინებას? სერიაში „პირველი ამბები“ აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურიერის ამბები
ავტორი: თემო რეხვიაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.  
9.9
ამოწურულია
კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები (13-14)
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
კუჯო
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. ამ რომანს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო, რომელმაც იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომ ცოფიანი სენბერნარი მის რამდენიმე წიგნში ფიგურირებს. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…
17.95
ლა ფონტენის რჩეული იგავები
"ეს საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, თავისი დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარა მკითხველს დიდებული ფრანგი მეიგავის, ჟან დე ლა ფონტენის, საარაკო სამყაროში ამოგზაურებს."
27.95
ლაბირინთები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი, რომელიც სხვადასხვა სირთულის ლაბირინთებს აერთიანებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
9.9
ლაბირინთი #4.7
ავტორი: ელის დოჯსონი გამომცემლობა: პალიტრა L
4
ლაბირინთი მანუელისთვის
ავტორი: ალეკო შუღლაძე გამომცემლობა: გამომცემლობა პალიტრა L ყდა: მაგარი
13.95
ლაბირინთში მორბენალი
ავტორი: ჯეიმზ დაშნერი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს   „თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“ ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. „სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ.“ კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა, ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი.
11.95
ლადო თევდორაძე - ალბომი
ალბომი ,,ლადო თევდორაძის სამყარო კობა ჭუმბურიძისაგან ლექსად ნათარგმანები "
83
ლავროსი
ავტორი: ევგენი ვოდოლაზკინი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე   ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების კლასიკურ ჟანრში შექმნილი, სინამდვილეში კი უაღრესად თანამედროვე რომანი XV საუკუნის რუსეთში მცხოვრები მკურნალის შესახებ მოგვითხრობს.. სნეულთა განკურნების განსაცვიფრებელი უნარით დაჯილდოებული არსენი სიკვდილისგან ვერ იხსნის საყვარელი ქალს და სწორედ ეს იქნება მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად. იგი იწყებს არსებობას სხვათათვის – უპოვართათვის, დაავადებულთათვის, დაჭრილთათვის... და რაც უფრო დიდია მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მით უფრო ძლიერია მისი ნიჭი. მკითხველი პერსონაჟთან ერთად გაივლის მის სულიერ გზას, რომელზეც ყველაფერია – სიყვარული, ტანჯვა, საკუთარი პიროვნების უარყოფა, მოგზაურობა და უმაღლესი სულიერი ჰარმონიის ძიება. მაგრამ იხსნის კი ადამიანის სულს თუნდაც ასეთი თავგანწირული სიყვარული და მსხვერპლშეწირვა?..
12
ლალა
ავტორი: იაცეკ დენელი მთარგმნელ: მირანდა გურგენიძე გამომცემლობა: ინტელექტი ლალა” პოპულარული პოლონელი მწერლის, იაცეკ დენელის პირველი რომანია. ის ერთი ოჯახის საგაა, ცენტრალური გმირი კი ავტორის ბებია ლალაა, რომლის მონათხრობის მიხედვითაც იქმნება ეს გრძელი თავგადასავალი. საერთოდაც, ლ ალა” მეხსიერების ეთიკურ რეკონსტრუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ერთმანეთს ერწყმის უამრავი ხმა, მოვლენა, მითი თუ სინამდვილე, წარსული თუ აწმყო. ბებია ლალას მიერ მოყოლილი და მისგანვე დავიწყებული ამბები ავტორის ინტერპრეტაციების საბაბი ხშირად ხდება, რაც თანაბრად ანიჭებს რომანს ხალისსაც და წარსულის ქრობით გამოწვეულ სევდასაც.
19.95
ლამაზი მეგობარი
ავტორი:გი დე მოპასანი სერია: იკითხე კლასიკა   რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და თავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა, ვინ "რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს". ვინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საკუთარ ფინანსურ მაქინაციებს უთანხმებს...
11.95
ლამბალო და ყაშა
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით”. - ეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი მწერლის, რომელმაც თავის მოთხრობებსა თუ რომანებში, ესეისტიკასა და ლიტერატურულ წერილებში შიშისა და შენიღბვის გარეშე ასახა ტოტალიტარული საბჭოეთი, საკუთარი ისტორიის ფურცლებზე ჩაკარგული საქართველო, მისი გარე თუ შინაური მტრები, დასვა უმწვავესი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, ამის და არამხოლოდ ამის გამო, მწერალი საბჭოთა სისტემამ საშიშად მიიჩნია და დახვრეტა მიუსაჯა...
22
ლაყბობის გარეშე
ავტორი: მათა ბობ; ბოემი მეისი სერია: ლურჯი ოკეანე ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა. თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია;...
14.95
ლაშარელა
ავტორი:  გრიგოლ აბაშიძე “ლაშარელა” მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე – თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
15
ლაშარელა I ტომი
ავტორი: გრიგოლ აბაშიძე "ლაშარელა" მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე - თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
25
ლეას საათი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე „ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.
24.95
ლეგენდა
ავტორი: მერი ლუ სერია: ლიბერთინს   ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.
12