santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მთელის ნაწილაკები/fragments of a whole
ფოტოალბომი "მთელის ნაწილაკები" ფოტო ალბომია და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფზე გვიყვება. ზოგიერთი შედარებით დიდია, მაგალითად, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები; ზოგიერთი კი - პატარა. წიგნი იმ ადამიანების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებიც გადაშენების პირას მისულ ენებზე საუბრობენ: წოვა თუშური, სვანური და უდიური. მათი სარწმუნოებაც მრავალფეროვანია - ისლამი, იუდაიზმი, იეზიდი. ზოგიერთი მათგანი საქართველოში პოლონეთიდან ჩამოსახლდა, ზოგიერთი, საბერძნეთიდან. ციფრებს არც აქვთ მნიშვნელობა - რამდენიმე ასეულისგან შემდგარი თემიც შეიძლება იყოს ის მნიშვნელოვანი ნაწილაკი, რომელიც ავსებს და ამდიდრებს მოზაიკას.    ფოტო წიგნში შესულია შემდეგი ფოტოგრაფების ნამუშევრები: თაკო რობაქიძე, ელენე შენგელია, მანო სვანიძე, ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, დარო სულაკაური, დინა ოგანოვა და სხვ.      ფორმატი: მაგარი ყდა  ზომა: 29/24 სმ (11.42 x 9.45 ინ) 156 გვერდი ISBN: 9789941836282 ფასი: 140 ლარი  
140
მთვარე კოცონთა მიღმა
ავტორი: ჩეზარე პავეზე სერია: ინტელექტი 25 წლისაა მთარგმნელი: მაია დონაძე განხეთქილება ინტელექტუალურსა და რეალურს შორის, მითური და წინაპართა სოფლური სამყაროებით მონუსხულობა, ციხე, გადასახლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და ამის გამო ტანჯვა, ყოველივე თავს იყრის რომანში და მწერლისავე სიყრმისეული მოგონებების ადგილებში ავტობიოგრაფიული ხასიათით მკაფიოდ აღბეჭდილ პილიგრიმობას ასახავს. „სოფელი საჭიროა, უნდა გქონდეს, მარტო იმისთვის თუნდაც, რომ იქიდან წასვლას გაუგო გემო. სოფელი ნიშნავს, რომ მარტო არა ხარ, რომ იცი, ხალხში, მცენარეებში, მიწაში, რაღაც არის შენი ...  
22.95
მთვარის მოტაცება
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია   „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის "მთვარის მოტაცება" არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც!
30
მთვარის შვილობილები
ავტორი: ნატო დავიტაშვილი   დიდ თამაშში ჩართული ოცდარვა გმირი – მთვარის ოცდარვა შვილობილი იბრძვის მთვარის რჩეულის ტიტულისთვის. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ძალას ფლობს, მაგრამ რჩეული მხოლოდ ერთი უნდა გახდეს, მთვარის რჩეული კი სამყაროს მბრძანებლობას შეძლებს. ვინ მიაღწევს ფინიშს, ვინ გახდება ახალი სამყაროს ახალი კანონების შემქმნელი? თამაში დაწყებულია!
14
მთის დედოფალი
ავტორი: დანიელ ვისერი მთარგმნელი: მზია გალდავაძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსია. მას რომანისთვის „მთის დედოფალი“ 2018 ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა. წიგნის მთავარი გმირი 45 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა. ახალმა რეალობამ თავდაყირა დააყენა მისი წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც და მჩქეფარე პირადი ცხოვრებაც, მაგრამ ვერ შეუცვალა ხასიათი: რობერტ ტურინი მზრუნველობის სახლშიც ადრინდელივით მხიარული, თავგადასავლების, სასმელისა და ფლირტის მოყვარული, ენამწარე, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი კაცია. თუმცა, იზოლირებულ გარემოში გატარებულმა წლებმა და სრული ფიზიკური დაუძლურების აშკარა და გარდაუვალმა პერსპექტივამ რობერტ ტურინი ე. წ. „ბედნიერ სიკვდილზე“ დააფიქრა. გეგმის განხორციელებას წინ უამრავი დაბრკოლება ეღობება, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევთანაზია ავსტრიაში კანონით იკრძალება. ვინ წაიყვანს ეტლსმიჯაჭვულ ტურინს შვეიცარიაში, სადაც სამედიცინო თანხლებით სიკვდილი ნებადართულია? როგორ გადალახავს ამდენ წინააღმდეგობას, როცა დახმარებაზე ყველა უარს ეუბნება? დანიელ ვისერი ამსხვრევს ტაბუს და გაბედულად წერს ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებიც ასე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა, მხოლოდ ავტორის სითამამე და თემების სიმძაფრე არ არის ამ რომანის განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი. დანიელ ვისერი იყენებს თხრობის ინოვაციურ მეთოდებს, რომელთაც თანამედროვე ლიტერატურაში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება...
15.95
მიბრუნება
ავტორი: მიხეილ იოჰანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
მიგრანტები
ავტორი: ისა ვატანაბე   მიგრანტები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებულები, ბომბების აფეთქება, ძალადობა, ომი, შიმშილი, შიში, მოსახლეობის გადინება, ბანკები, ბიჭები, გოგონები, ობლები, პატარა ნავები, გამოხსნა, დამხრჩვალები, საზღვრები, არალეგარულები, აპატრიდები, გაუჩინარებულები, ჰუმანიტარული კრიზისი, საერთაშორისო შეთანხმება ემიგრაციის შესახებ, ადამიანთა უფლებები... სიჩუმე. რამდენი საზღვარი უნდა გადაკვეთო შინ დასაბრუნებლად? თეო ანგელოპოლუსი
19.9
მიდი, დააყენე დარაჯი
ავტორი: ჰარპერ ლი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე სულაკაურის გამომცემლობა დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  “ნუ მოკლავ ჯაფარას” მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.
17.9
მიდლსექსი ორ სქესს შორი
ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი კალიოპა სტეფანიდი სხვა გოგონებს არ ჰგავს და ამის მიზეზს მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც თავისი ოჯახის საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს ახდის ფარდას. „მიდლსექსი – ორ სქესს შორის“ ჯეფრი იუჯენიდისის მეორე რომანია, რომელიც ამერიკელ ბერძენთა ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებსა და მთავარი გმირის გენეტიკური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი მშრალი კანონის პერიოდის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ქალაქ დეტროიტში ვითარდება და, გარდა მთავარი პერსონაჟების ცხოვრების საოცრად დელიკატური და ზოგჯერ უხერხულობამდე გულახდილი დეტალებისა, მკითხველი „ავტომობილების ქალაქის“ დიდების დღეებისა და 1967 წლის ცნობილი მოვლენების მოწმეც ხდება. წინამდებარე რომანისთვის ჯეფრი იუჯენიდისი პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა.
19.9
მივიწყებულნი
ავტორი: მათე სარალიშვილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
12.9
მითის დიალექტიკა
ავტორი : ალეკსეი ლოსევი მთარგმნელი : ვიქტორ რცხილაძე   ქართულად პირველად ითარგმნა დიდი რუსი ფილოსოფოსის ალეკსეი ლოსევის (1893-1988) მთავარი ფილოსოფიური თხზულება „მითის დიალექტიკა“ და მასზე „დამატება“, რომელიც XX ს-ის ქრისტიანული ფილოსოფიის დიდ მიღწევას წარმოადგენს. ასევე პირველად ითარგმნა ქართულად ნაწყვეტები მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. ესენია: „ანტიკური სიმბოლიზმისა და მითოლოგიის ნარკვევები“; ამავე ნაშრომიდან „პლატონის მოძღვრება იდეებზე მის სისტემატურ განვითარებაში“; „აღორძინების ესთეტიკიდან“ – ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი. გამოცემას წინ უძღვის მისი მთარგმნელის, ვიქტორ რცხილაძის წინასიტყვაობა. გამოცემას დართული აქვს მრავალრიცხოვანი შენიშვნები და კომენტარები.
30.8
მითოლოგიები
როლან ბარტი (1915-1980) - ფრანგი სემიოლოგი, კრიტიკოსი, ესეისტი. შემოქმედებითი მოღვაწეობის დიდი ნაწილი მან მითის ცნებას მიუძღვნა და შექმნა სახელგანთქმული ნაწარმოები „მითოლოგიები“, სადაც იუმორით შეზავებულ მეცნიერულ ანალიზს უკეთებს მეოცე საუკუნეში საზოგადოებაში გაბატონებულ მითებს.
16.9
მითოლოგიური ენციკლოპედია
წიგნს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია. ავტორები - პროფესორები: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე; გამოცემის კონსულტანტი - აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. წიგნი აერთიანებს: ანტიკურ, შუამდინარულ-შუმერულ, ბაბილონურ, უგარიტულ, ირანულ, ინდურ, იაპონურ, ჩინურ მითოლოგიას. წიგნში ცალკეა წარმოდგენილი ქართული მითები და ლეგენდები. ️ ამ წიგნით გაეცნობით მსოფლიოს ხალხთა უმთავრეს მითოლოგიურ წარმოსახვებს, ღმერთებს, ღვთაებებს, გმირებსა და ფანტასტიკურ არსებებს, რომელთა სახეები დიდი ხანია მხატვრული ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიისა თუ რელიგიის სფეროთა კუთვნილებად იქცა. ადამიანები, უძველესი დროიდან მოყოლებული, მუდამ ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოებათა შეცნობას. მითოლოგიას, რელიგიასა და ფილოსოფიას შორის არასოდეს გაწყვეტილა კავშირი. ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგებიც ამ მარადიულ ცოდნაზე აღმოცენდა!
80
მილი-მოლი-მენდი (6-7) წლიდან
ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასა და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის მილი-მოლი-მენდისაც. ალბათ იკითხავ, ასეთ პატარა გოგონას თამაშის გარდა სხვა რა საქმე უნდა ჰქონდესო? გეტყვით: მილი-მოლი მენდის დედა, მამა, ბებია, პაპა, ძია თუ ბიცოლა მუდამ სადღაც გზავნიან ხოლმე. მასაც მიაქვს და მოაქვს ნივთები, ამბები და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც კი დაავალებენ, თანაც ნებისმიერ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. საქმეებს რომ მორჩება, მერე თავის პატარა მეგობართან, სუზანთან ერთად თამაშობს. გოგონები ყოველდღე ნაირ-ნაირ გასართობს იგონებენ და მხიარულად ატარებენ დროს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
მილი-მოლი-მენდის ახალი თავგადასავალი (6 წლიდან)
ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
8.9
მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს
ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა   ვინ არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად ეწვიონ პატარა გოგონას შორს, უცხო ქვეყანაში შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს? ესენი არიან მიმბო-ჯიმბო და მუმბო-ჯუმბო!   ჩვენ უნდა წავიდეთ საცურაო აუზზე, შემდეგ მუზეუმში და ბოლოს შევაგროვოთ ველური წაბლი.
21.95
მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის
ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი" თამარ კაკუბავა   დღეს მიმბო-ჯიმბომ ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნას. მან უნდა გამოიყენოს საღებავები, ჩოგბურთის ჩოგანი, ზარბაზანი და მუმბო-ჯუმბო. ეს ძალიან რთულია.
21.95
მიმქრალი შარავანდედი
ავტორი: ვასილ ბარნოვი   სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს
5.6
მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები
ავტორი: ოუკსი სტეფანი მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს   ჩვიდმეტი წლის გოგონამ - მინაუ ბლაიმ ცხოვრების დიდი ნაწილი თემში გაატარა. იქაურმა დაუნდობელმა კანონებმა, ახალი რელიგიის ფანატიკოსებმა წაართვეს მას ბავშვობა, თავისუფლება და, როდესაც იგი ამ სიბნელის წინააღმდეგ აღდგა, წაართვეს ხელებიც. სასტიკად დასჯილი და ადამიანებისადმი ნდობადაკარგული მინაუ არასრულწლოვანთა ციხეში ხვდება. გოგონა ცდილობს, დაივიწყოს წარსული ტანჯვა-წამება და მასთან მისულ გამომძიებელს თემში მომხდარი საშინელებები დაუმალოს.
12.95
მინდა ვიყო საოცარი ცხოველი
ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ ცხოველების ეს წარმოსახვითი პერსონაჟები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
19.95
მინდა ვიყო ყოჩაღი დამხმარე
ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ საოცარი და მისაბაძი უფროსები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
19.95
მინერალური ჯაზი
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
12.9
მინოტავრი. დავალება
აბტორი: ფრიდრიხ დიურენმატი მთარგმნელ(ებ)ი მაია ბადრიძე სერიის დასახელება ET CETERA   შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990),  უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს. დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.     „დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.
11.95
მიო, ჩემო მიო (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს… წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო! მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9