santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მოთხრობები #2 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი   წიგნში შესულია მოთხრობები: შილდელი მევენახე; ყველაზე კარგი პაპა; ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება; ანუ მესამე ძმა კეჟერაძე; იოჰან სებასტიან ბახი; მიწა და ვანო და წიფელი, ხე; ვატერ (პო) ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები; ძნელი; განსმდომი შუაკაცი; ბახვას გუმლა რეჩხი უყო; ცალ-ცალკე და ერთად; მხოლოდ ერთი კაცი; ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი.
29
მოთხრობები #3 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი    წიგნში შესულია მოთხრობები: მერომელიღაზე მიხეი, და სხვანიც კიდევ ორ-ორნი; დედინაცვალი; რასაც სხვა ვერ იზამდა; ორნი აქა,იქა; ჩვეული ბედნიერებანი; დაეძებდა; ძმისავ.
29
მოთხრობები / პოემები / ლექსები
ავტორი: ილია ჭავჭავაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია: კაცია - ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი
18
მოთხრობები ლიტერატურაზე
ავტორი: ლევან ბრეგაძე   ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც…
15.9
მოთხრობები სიყვარულზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი  სულაკაურის გამომცემლობა „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.  
12.9
მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
ავტორი:დავით კლდიაშვილი
25
მოთხრობები ქალებზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
12.9
მოთხრობები ქართლიდან
ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
17.95
მოთხრობები წერილები ჩანაწერები
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
25
მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
14.95
მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო
ასაკი: 6+ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი 32-გვერდიანი წიგნი ყუთში პატარებს დახვდებათ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი, რომლითაც  საქართველოს რუკა უნდა ააწყონ და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. ილუსტრირებული ფაზლის აწყობისას ბავშვები გაიგებენ, რომელი ქალაქი საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს და უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს. წიგნის დახმარებით კი,  ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ ქართული წეს-ჩვეულებებისა და  ისტორიის შესახებ .  სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა
ასაკი: 6+ აქტივობები: წიგნი 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი ასაწყობი დასადგმელი ფიგურები ამ შთამბეჭდავი ფაზლისა და დამხმარე წიგნის საშუალებით თქვენი პატარები აღმოაჩენენ ჩვენს პლანეტაზე არსებულ საოცრებებს; გაიგებენ, რომელია დედამიწის უმაღლესი მთა და ყველაზე წყალუხვი მდინარე, სად მდებარეობს ანგკორ-ვატის ტაძარი, ვინ ააგო ეიფელის კოშკი და რა არის მოაი; გაიცნობებენ უცნაურ ცხოველებსა და ფრინველებს.   სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.  
13.95
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
სიახლე
მოკლე კატოს თავგადასავალი
ავტორი: ზიარა არსენიშვილი მოკლე კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის და, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ნაყინი და ლიმონათი უყვარს.  ნაყინი რომ არ ჰყვარებოდა, ალბათ ეს საოცარი თავგადასავალიც არ გადახდებოდა თავს. მამაცი კატო უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის და ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა შავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას…  შემდეგ ოქროს  ვერძი ცაშიც კი ააფრენს…
15.9
მოლალის უსტარნი
ავტორი: კლაივ  სრეიპლზ  ლუისი თარგმანი: ირაკლი ბერიძე   ინგლისელი მწერლის კლაივ სტეიპლზ ლუისის „მოლალის უსტარნი“ წარმოადგენს ეპისტოლარული ჟანრის მარგალიტს,რომელშიც მაღალი იერარქიის ეშმაკი (მოლალე) ადამიანის სულის წარწყმედის ხელოვნებაში მოძღვრავს ახალბედა ჭინკას (მაწაკა).ამ,ერთი შეხედვით,მარტივი მიმოწერისა და რჩევა-დარიგებების მიღმა,ლუისის გამორჩეული იუმორით და ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით,წარმოჩენილია ადამიანის გზა ცხონებისკენ,განსაკუთრებით კი ამ გზაზე ბოროტი ძალების მიერ თუ თავად ადამიანის დაცემული ბუნებისა და უდიერების მიზეზით არსებული მახეები .
40
მოლი ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბავი (9-10 წელი)
ავტორი: გია პაპუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მოლი შოტლანდიური სეტერია, რომელიც თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ კეთილ ოჯახს შეეკედლება. გიორგი პაპა და მისი გულისხმიერი შვილიშვილები ძაღლს დიდი სიყვარულით მიიღებენ და მასთან ერთად არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ: გაიცნობენ მოლის მეგობარ მაწანწალა ძაღლებს და საიდუმლოებით მოცულ „ძია ბობის“; გაემგზავრებიან შირაქში, სადაც თავიანთი თვალით ნახავენ მწყემსებისა და მათი ერთგული მეცხვარე ძაღლების ყოფას…  გიორგი პაპა ცდილობს, გამოიცნოს, როგორ მოხვდა შოტლანდიური სეტერი ქუჩაში და რატომ აირჩია მაინცდამაინც მისი დიდი ოჯახი. მოლის წარსული ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი თითქმის დაუჯერებელი ამბავი…  მაშ, ასე, ყური დაუგდეთ ცხოველებს, რადგან ამ წიგნში ისინიც ლაპარაკობენ  
8.9
მომავალი წარსული
ავტორი: გივი ალხაზიშვილი   "“მომავალი წარსული” - გასული საუკუნის 60_იანი წლებიდან ორიათასი წლის ჩათვლით - ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს. ეს წიგნი მრავალწახნაგოვანი და მოზაიკურია. ისე ჩაიარა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა ათწლეულმა, რომ ბევრ რამეს თავის სახელი არ დაერქვა და ეს იმიტომ, რომ დიდხანს გრძელდებოდა პოსტსაბჭოური მმართველობა და ძველი პარტიული ფუნქციონერები ინარჩუნებდნენ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე სრულ გავლენას. "
21.6
მონანიება
ავტორი: იენ მაკიუენი მთარგმნელი: ანა აბულაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
19.9
მონებს სამოთხეში არ უშვებენ
ავტორი: რატი მუჯირი  - იცი შავ -წითელ დროშას რატომ ვიყენებთ? - შავი უკრაინის მიწის სიმბოლოა, წითელი ამ მიწისთვის დაღვრილი სისხლის. — ეგრეა, თუ ვიკიპედიაში წაიკითსავ.  — აბა, სინამდვილეში რატომ? — ზაპოროჟიელმა მებრძოლმა ერთ-ერთ ბრძოლის მერე უბიდან ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა ამოიღო, სულ სისხლით იყო შეღებილი. იცი, ლურჯი და ყვითელი სისხლით რომ დაისვრება როგორი ხება? — ალბათ, შავი და წითელი. უპრაინის ომს ყველა ონლაინ ვადევნეთ თვალს, ამიტომ თითქოს დასაწერიც არაფერია. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. თუმცა ბოლოს გადავწყვიტე ჩემ მიერ დანახულ, საჯაროდ ცნობილი, ამბავი მომეყოლა. ეს წიგნი მხოლოდ ომზე არ არს. ეს არის ამბავი უკრაინის მიწაზე გავლილი 13210 კილომეტრს, ამავი ომის დაწყების, ამგავი ოკუპაციის, ამბავი დეოკუპაციის. ამგავი საგჭოთა მითების ნგრევის. ეს წიგნი არც იმ ტრაგედიებზეა, რომელიც ამ ომმა მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ესაა აღწერილი. ეს წიგნე უპრანაზე და უპრაინელებზეა. — ყოჩაღ! და იცი ვინ იყო ის კაზაკი? — არა. —ივან სირკო, „РАБІВ ДО РАЮ НЕ ПУСКАЮТЬ"-ო რომ დაგვიბარა
15.95
მონტოკი
ავტორი: მაქს ფრიში  მთრგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
მოპარული სიყვარული
ავტორი: თინათინ ბერიძე     ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.  
14.95
მორავული ღამე
მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს.   2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.   გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
21.95
მორალი
ავტორი: ლაშა ბუღაძე     ის, რაც აქ დაბეჭდილ სამ პიესას აერთიანებს, მათი გმირებისა თუ ანტიგმირებისთვის გამყოფი და გამხლეჩი უფროა, ვიდრე გამაერთიანებელი, რადგან ისე აღმოჩნდა, რომ რეალურად (თუკი რეალობა ისაა, როგორიც ამ პიესებშია აღწერილი) პოლიტიკა იმგვარად იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში, რომ მათ გარშემო (ან მათში) არა წესრიგს, არამედ ერთგვარ მორალურ ქაოსს ქმნის, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მორალი მანიპულაციის საგნად ქცეულა.     აქ ყველაფერი თავდაყირაა, რაკი ფასეულობა იმ ეთიკის შესაბამისად აღიქმება, რომელიც „აქ და ახლაა“ დამკვიდრებული, ამრიგად ნებისმიერი რამ, რაც სოციალურ მორალს ექვემდებარება, სამუდამოდ განწირულია ტრასფორმაცია-ინტერპრეტაციისთვის, ძველი პრეტენზია კი კვლავაც შეუსმენელი რჩება: გათავისუფლდეს მორალი მორალიზმისგან...
16.95