santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მოსკოვი-პეტუშკი
ავტორი: ვენედიქტ ეროფეევი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ   „მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.   „მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.
15.95
მოსკოვიადა
ავტორი: იური ანდრუხოვიჩი მთარგმნელი:რაულ ჩილაჩავა სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკარუის გამომცემლობა მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა „მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.
14.9
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია
„მოსწავლის პირველი ენციკლოპედია“ ცხრა ნაწილისაგან შედგება, უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე შეიცავს პასუხს. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა თუ კოსმოსის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება. თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო სხვადასხვა ვებგვერდსაც, რომელთა საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. ენციკლოპედიაში ასევე ნახავ: სამეცნიერო ტერმინთა ლექსიკონს 1500-მდე შთამბეჭდავ ფოტოს, ილუსტრაციასა და დიაგრამას მარტივ, უსაფრთხო ცდებსა და ექსპერიმენტებს მსოფლიოს რუკებსა და ყველა ქვეყნის დროშას საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს
34.9
მოუთმენლობა გულისა
ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
13
მოუსმინე გარეულ ცხოველებს
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ღრიალებს ლომი? როგორ კივის მაიმუნი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით გარეული ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
22.9
მოუსმინე ტრანსპორტის ხმებს
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ბღუის ტრაქტორი? როგორ გუგუნებს მატარებელი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით ტრანსპორტის სახეობები. ტრანსპორტის ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
22.9
მოუსმინე ფერმის ცხოველებს
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყივის მამალი? როგორ ბღავის ცხვარი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით ფერმის ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
22.9
სიახლე
მოუსმინე შინაურ ცხოველებს
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყეფს ძაღლი? როგორ კნავის კატა? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით შინაური ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი
22.9
მოქალაქე
ავტორი: იაკი კაბე „ეს კრებული შენ გეძღვნება, ჩემო ერთგულო მკითხველო, ღიმილიანო, ჩაფიქრებულო, ცრემლიანო, დაღლილო, ნუგ ეშის მძებნელო, შეყვარებულო, ანთებულო. ყველა ლექსი, ყველა სტრიქონი შენ გეძღვნება“.   იაკი კაბეს ახალ წიგნში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თემები და სათქმელი, რაც ავტორის სხვა კრებულებშიც წინა პლანზე იყო: მოქალაქე, მისი პასუხისმგებლობა, მოძალადე სისტემის პირისპირ დარჩენილი შემოქმედის პოზიცია, რომელსაც უჭირს რამის შეცვლა აგრესიით დამუხტულ გარემოში, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ ადამიანი დააფიქროს თავის მნიშვნელობაზე, ნამდვილ ღირებულებებზე.    ეს ნოსტალგიური წიგნია, მოკლე და შთამბეჭდავი სახეების, შეგრძნებების გადამრჩენელი. მას ნამდვილი პერსონაჟები ჰყავს, მიძღვნის ადრესატები თუ ნაგულისხმევი გმირები, რომლებიც ავტორის ნებით ტექსტში (გა)დარჩნენ, იმიტომ რომ ჩვენც შეგვინარჩუნონ სიცოცხლის, სიყვარულისა და ძვირფასი იდეალებისთვის თავგანწირვის განცდა.
9.95
მოქალაქეობა 8 კლასი
ახმეტელი, ლორთქიფანიძე დიოგენეს გამომცმელობა
15
მოძრავი ანბანი – A B C
კლასი: I-II საგანი: ინგლისური ენა ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 10 დაფა მოძრავი ინგლისური ანბანი ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ინგლისური ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, დიდი და პატარა ასოების დაწყვილებას; სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას; სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს უცხო ენასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. მოძრავი ანბანი – ABC საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ლათინური ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
29.9
მოძრავი ინგლისური ანბანი-ილუსტრირებული ლექსიკონი
მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანის (ფერადი და ეფექტური ინგლისური ასოების ნაკრების) დახმარებით ბავშვები შეძლებენ ინგლისურ ენაზე მარტივი, საბაზისო სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას. შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანი სულაკაურის გამომცემლობა  
14.9
მოძრავი რიცხვები – 1 2 3
კლასი: I საგანი: მათემატიკა ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 10 დაფა მოძრავი რიცხვები ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და მოძრავი ფერადი რიცხვების – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ მარტივად დათვლას, დაფის ცარიელ ჩარჩოში მითითებული ან გამოტოვებული ციფრის ჩასმას, შეკრებასა და გამოკლებას, მარტივი ამოცანის ციფრებით გამოსახვას და ამოხსნას, უტოლობის შედგენას. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს მათემატიკასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. მოძრავი რიცხვები – 1 2 3 საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ციფრები, შეძლონ საგნების რაოდენობების აღქმა და მათი რიცხვებით გამოსახვა.
29.9
მოძრავი ქართული ანბანი ა ბ გ
კლასი: I საგანი: ქართული ენა ყუთში დაგხვდებათ: ილუსტრირებული წიგნი 10 დაფა აქტივობებით მოძრავი ქართული ანბანი ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ქართული ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობების პირობები დაფებზევეა განმარტებული. მოძრავი ანბანი – ა ბ გ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ქართული ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
29.9
მოძღვარი
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა ყაზბეგის სხვა გმირებივით „მოძღვარის“ პერსონაჟებსაც გაგიჟებით შეუძლიათ სიყვარულიც, მეგობრობაცა და თავგანწირვაც. მწერალი დიდი გატაცებით აღწერს ხევის ხალხის ყოფას და მკითხველსაც მათი განცდებით აცხოვრებს.
6.9
მოხედე შენს სახლს, ანგელოზო
ავტორი: თომას ვულფი მთარგმნელი: ნინო ქაჯაია   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება. „მწერალი იმიტომ წერს წიგნს, რომ დაივიწყოს, მკითხველი იმიტომ კითხულობს, რომ დაიმახსოვროს“ – თომას ვულფი. ეს წიგნი მკითხველს არასდროს დაავიწყდება. ვულფის გამაოგნებლად მოზღვავებული გრძნობები, გულისშემძვრელი ეპიზოდები, პოეტური პასაჟები, უაღრესად მეტყველი ენა განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მის რომანებს.
29.95
მოხეტიალე ვარსკვლავი
ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო სერია: ომებსა და ადამიანებზე თარგმანი: ვალერი ოთხოზორია   სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ვინ არიან ნეჯმა და ესტერი? არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.
16
მოხილვა დილის ქვეყნისა
ავტორი: ჰესე ჰერმან     ჰერმან ჰესე (1877-1962) მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აისახა დასავლეთ-ევროპული ინტელიგენციის რამდენიმე თაობის სულიერი ცხოვრება. მწერლის ნაწარმოებები აგრძელებენ გერმანული ლიტერატურის ჰუმანისტურ ტრადიციებს.1932 წელს გამოქვეყნებული "მოხილვა დილის ქვეყნისა" მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო ტექსტი ბოლო 39 წლის განმავლობაში საქართველოში დავიწყებული იყო.
10
მოხუცების ადგილი აქ არ არის
ავტორი: კორმაკ მაკარტი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის.პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანის „მოხუცების ადგილი აქ არ არის“  გმირი, ვიეტნამის ომის.ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას.გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს.და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას.ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის. ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ.მისდევს შერიფი ბელი… კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა.გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და.ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი.პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო.მოიპოვა, მათ შორის ოთხი „ოსკარი“.
12.9 12.9
მრევლიშვილი ჩემი პირველი ლექსები
უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილი საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.
15.9
მრისხანების მტევნები
ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინლტელექტი ყდა: რბილი
24.95
მრუდე სახლი
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: გია ბერაძე ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
13.95
მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა
kკარლო ბატას რედაქციით სერია: ლურჯი ოკეანე იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში ასახულია განცდები და გრძნობები, რომლებიც თან სდევს ჩვენი სამყაროს უწყვეტ განვითარებას. კრებულში თავმოყრილი ოცდათვრამეტი მიმართვა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად ჩასწვდეს ეპოქას, ყურად იღოს გამოთქმული აზრები და მიჰბაძოს ამ სიტყვების ავტორთა მაგალითებს.
60
მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია
შემდგენელი მაკა ლდოკონენი ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება. „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.
15.9