santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მხიარული ოჯახი… და სხვებიც
    გაიცანი დუდო და მისი ოჯახი, კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კუ-ლი წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ…
9.9
მხიარული ცხოველები - ფუმფულა პაზლი (100 ნაწილი)
ამ მშვენიერ ყუთში მხიარული ცხოველები გელოდება! შენ უკვე შეგიძლია თითოეულის ბეწვსა თუ ბუმბულს შეეხო, ანუ ახლოს გაიცნო ისინი. ამის მერე კი პაზლი ააწყვე და გააცოცხლე ცხოველთა მხიარული თავგადასავლების თავბრუდამსხმელი სცენები! პაზლის დიდი და სქელი ნაწილები მის აწყობას გაგიადვილებს. ასე რომ, ისიამოვნე ამ შესანიშნავი თავსატეხით. გამომცემლობა: პალიტრა L
24.9
მხოლოდ ერთი დღე
ავტორი: გეილ ფორმანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს     ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულსა და წინასწარ დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.
13.95
მხოლოდ ერთი რა
ავტორი:  გარი კელერი, ჯეი პაპასანი საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებების, პირადი გამოცდილებისა და ახლებური ხედვის გამოყენებით ავტორები ნაბიჯ- ნაბიჯ გვიზიარებენ წარმატებისა და პირადი ბედნიერების უტყუარ რეცეპტებს. როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ? როგორ ვთქვათ უარი, როდესაც თანხმობა ჩვენს საქმეს აზიანებს? როგორ შეგვიძლია წარმატებას საქმის შემცირებით და არა ბევრის კეთებით მივაღწიოთ? როგორ დავძლიოთ წინაღობა? – კითხვები, რომლებზე პასუხებიც ყველა ჩვენგანს აინტერესებს. მხოლოდ ერთი რამ გვევლინება ერთგვარ შუქურად, რომელიც გზას გაგვინათებს და სწორ პასუხებამდე მიგვიყვანს
16.95
მხოლოდ ჩვენ ორნი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი ლევან ინასარიძე სერია წლის ბესტსელერი   რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა – ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე, მყუდრო სახლი... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისგან... მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა. ეს არის ამბავი უსაზღვრო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის... დასასრული ზოგჯერ დასაწყისია.
15
ნ თუ მ?
ავტორი:  აგათა კრისტი   "დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."
13.95
ნაგერალა
ავტორი:  გელა ჩარკვიანი   გელა ჩარკვიანის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით.   „გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით – არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში. ამიტომაც დავარქვი მას ნაგერალა. საბა ამ სიტყვას განმარტავს როგორც „დაუთესავად მოსულს“. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „ნაგერალა – მოსავლის აღებისას მიწაში ჩაბნეულ და ჩარჩენილ თესლიდან აღმოცენებული კულტურული მცენარე“. მკითხველს ამთავითვე ბოდიშს მოვუხდი – აღმოცენებულ მცენარეთა შორის მან შეიძლება ზოგი ნაკლებად კულტურულიც აღმოაჩინოს. ვიცი, არ დამძრახავს, ნაგერალების უმეტესობა ხომ ფაქტებზე, პიროვნებებსა და მიმდინარე მოვლენებზე სპონტანური რეაგირების, სევდიანი და მხიარული რემინისცენციების შედეგად დაიბადა. მოვლენები ერთგვაროვანი როდი იყო, კომიკურს ტრაგიკული ცვლიდა, სიცილს – ცრემლი, სიამოვნებას – გაუსაძლისი ტკივილი...“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
15.2
ნაგერალა 2
ავტორი: გელა ჩარკვიანი   ნაგერალა – მეორე სეზონი. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.   ნაგერალა 2 კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია/იუმორი.   წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.
14.95
ნაგერალა 80
ავტორი: გელა ჩარკვიანი   გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი, ავტორის ცხოვრებასავით, პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა, აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“.   როლებიც გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, და ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში.   „ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები...
16.95
ნადირობა ცხვარზე
ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი… ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და… უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც. ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
14.9
ნავიგატორი
ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი“ ტრაგიკომედიაა ადამიანის გაუცხოებისა და მარტოობის შესახებ. მისი აბსურდული და, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. 2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა; ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ის რადიოში და მასში ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა: ტობი ჯონსმა, ინდირა ვარმამ, პოლ მორიარტიმ, ჯერარდ მაკდერმოტმა და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა. ამონარიდები BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან: ,,ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა”. ,,პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია… პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი”
9.9
ნაზი თოვა
ავტორი: ჯუნიჩირო ტანიძაკი მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი გამომცემლობა: დიოგენე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. „ნაზი თოვა“ ოჯახური საგაა, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის იაპონიის გზამკვლევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში შთამბეჭდავ ლირიზმს მკრთალ ფონად გასდევს ქვეყანაში მილიტარიზმისა და აგრესიის აღზევება.  აღსანიშნავია, რომ ჯუნიჩირო ტანიძაკი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
34.95
ნაზია ღამე
ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: მალიკო ხელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების სიყვარული შეშლილად აღიქვა იმდროინდელმა ბომონდმა.სწორედაც შეშლილი სიყვარულის,ღალატის,ანგარებისა და არაორდნიალური ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ამერიკელი მწერლის სკანდალურ ამ რომანს.მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის ოციან წლებში.ეს ის პერიოდია,როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს;როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას.ახალი,თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს-ადამიანურ ღირებულებებს-ივიწყებენ.რომანში თითქმის შეუძლებელია,იპოვო...
12.95
ნათება
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ლალი გოგაძე გამომცემლობა: პალიტრა ლ "ჯეკ ტორანსი ახალ სამსახურს იწყებს სასტუმრო „ოვერლუკში“ - ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად და ასეც არის: ეს შესანიშნავი ადგილია... იდილიური გერემო მომავლის საინტერესო პერსპექტივით. მაგრამ იქნებ ეს იდილია მოჩვენებითია? იქნებ სასტუმროს კედლების მიღმა რაღაც იდუმალება იმალება? ასეც არის: იდილია ირღვევა; ნელ-ნელა რაღაც ხდება... ჯერ რაღაც გაურკვევლობა ჩნდება; მერე - გაუცხოება. ყველაფერი იცვლება... ჯეკიც იცვლება... ოჯახური ურთიერთობები საშიშ ზღვარს უახლოვდება... ახლა „ოვერლუკს“ უცნაური უფრო ეთქმის. ასეც არის: სასტუმროში ვიღაცები არიან. აქ ოდესღაც ბოროტი ძალა არსებობდა. ეს უკვე იყო. ახლა კი ყველაფერი მეორდება. მთავარ გმირებს წარსულის პერსონაჟები ეცხადებიან და... იწყება ნათება! "
23.95
ნათელი, რომელიც თან გვდევს
ავტორი: მიშელ ობამა სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი ცხოვრებამ მასწავლა, რომ ღირსების შეგრძნება დაუცველობის საბურველით მოდის და რომ ჩვენ, დედამიწის ბინადართ, ერთი საერთო იმპულსი გვაქვს – უკეთესობისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლა ყველგან და ყოველთვის! თქვენ თქვენი ნათელი გათამამებთ. საკუთარი ამბავი გულწრფელად და შეულამაზებლად მხოლოდ თავად იცით, მაგრამ როდესაც ამ ნათელსაც შეიცნობთ, საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავის შეცნობით თავდაჯერებულნი ვხდებით, ეს კი გვამშვიდებს და სიმტკიცეს გვმატებს, რის შემდეგაც სხვებთან მნიშვნელოვან და შინაარსიან ურთიერთობას ვამყარებთ. ერთი ნათელი მეორეს ასაზრდოებს; ერთი ძლიერი ოჯახი მეორეს აძლიერებს; ერთი საერთო სულისკვეთების თემი სხვებს - გარშემო მყოფთ - ნაპერწკალს გადასცემს და აანთებს. ეს იმ ნათელის ძალაა, რომელსაც თან დავატარებთ - მიშელ ობამა
24.95
ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
ავტორი: ენტონი დოერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე     მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე... თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
16
ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
ავტორი: ენტონი დოერი მთარგმნელი გია ბერაძე სერია: ენტონი დოერი   მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. ქალაქიდან მარი-ლორა, ბრმა გოგონა მამასთან ერთად გარბის. მარის მამა – მუზეუმის გასაღებების მცველი. სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ – გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს. ნაცისტური გერმანია. ჰიტლერიუგენდი. ობოლი ვერნერი. გზის გასაყარზე. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი. ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ჰაერში. ტალღებით ბგერებით გაცოცხლებული. ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება. ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად. და ცალკე. თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.  
15
ნათიას და თათიას თავგადასავალი
ავტორი:  შოთა იათაშვილი ეს პოსტმოდერნისრული მხიარული ზღაპარი დიდებისთვისაცაა- ისინი სტრიქონებს სორის და პერსონაჟებში რუსთვაველს, გურამიშვილს, ლინდდრენს, ძმებ გრიმებს, ნიცშეს და კიდევ ბევრ სხვა ავტორს ამოიკითხავენ, პატარები კი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში თათიასა და ნათიასთან ერთად იმოგზაურებენ და იმხიარულებენ.
19.95
ნათლია
ავტორი: მარიო პიუზო მთარგმნელი: ირაკლი ლომოური ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის.მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.
25
ნამასტე
ავტორი: ბესო ხვედელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ნამსხვრევები
ავტორი: ენ მაიკლსი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე სერია: წლის ბესტსელერი ჩვენი მოგონებები ხშირად ნამსხვრევებს ჰგავს ერთხელ თუ გაიფანტა, გაიბნა, მათი თავმოყრა, ხელახლა შეერთება ძალიან ძნელია. არადა, დგება დღე, როდესაც ხვდები, წარსულს თუ ვერ გაამთლიანებ, სამშვიდობო ზავს თუ არ დადებ მასთან, მომავალიც არ გექნება... მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ბიჭუნა იაკობ ბერი ნაცისტებს ჭურჭლის კარადაში გამოკრული შპალერის უკან ემალებოდა. სწორედ სამალავიდან დაინახა პატარა იაკობმა, როგორ გაუსწორდნენ მის ოჯახს, მერე კი ძალა მოიკრიბა და ტყეს შეაფარა თავი, სადაც ბერძენმა მეცნიერმა იპოვა და თავის სამშობლოში, კუნძულ ზაკინთოსზე წაიყვანა. დიდხანს ტანჯავდა იაკობ ბერს ღამეული კოშმარები, დიდხანს არ აძლევდა გონებაში ჩარჩენილი სურათები საკუთარი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მოქცევის საშუალებას. ენ მაიკლსის გასაოცარი სილამაზისა და სიბრძნის რომანი „ნამსხვრევები“ ღრმა ნააზრევია ადამიანის სულის სიმტკიცესა და სიყვარულზე, რომელსაც გატეხილი გულის განკურნება ხელეწიფება...  
12
ნაპერწკალი ფერფლში
ავტორი: საბა ტაჰირი სერიალი: ბერთინს მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე     ლაია მონაა. ელიასი ჯარისკაცი. არც ერთი არ არის თავისუფალი. მეომართა იმპერია დაუმორჩილებლობას არავის აპატიებს. ვინც იმპერატორს არ უერთგულებს, მას სიკვდილი ელის. სამხეცეთში, რომელიც ძველი რომის ანარეკლია, ლაია ბებიასთან, პაპასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. მის ძმას სახელმწიფო ღალატისთვის აპატიმრებენ, ბებია-პაპას კი თვალწინ უკლავენ. ძმის გადარჩენის სურვილი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლაიას, მაგრამ სხვა გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია - დახმარების სანაცვლოდ ის იმპერიის უდიდეს სამხედრო აკადემიაში ჯაშუშობას იწყებს! ელიასი აკადემიის ყველაზე წარჩინებული მებრძოლი და უსასტიკესი კომენდატის შვილია. მაგრამ იმავე დროს, ის მეამბოხეა და წარმატებების მიუხედავად, სურს, თავი დააღწიოს ტირანიას. ელიასისა და ლაიას შეხვედრა ნამდვილი ბედისწერაა. რა ელოდება მათ კავშირს, რა წინააღმდეგობები შეხვდებათ და დააღწევენ თუ არა თავს იმპერიას? იოლი არ არის გადაურჩე ტირანიას მაშინ, როცა თვით იმპერატორიც კი მისი მსხვერპლი
14
ნაპოლეონი
ავტორი: ჟან ტიულარი მთარგმნელი: მარინა ბალავაძე ფრანგები ამბობენ, ნაპოლეონზე იმდენი წიგნი დაიწერა, რამდენი დღეც მისი გარდაცვალებიდან გავიდაო. მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ნაპოლეონის საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, ჟან ტიულარმა ორმოცი წელი შეალია ნაპოლეონის ბიოგრაფიის კვლევას და, არაერთი ფუნდამენტური ნაშრომის გამოცემის შემდეგ, საზოგადოებას შესთავაზა წიგნი, რომელიც წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მიერ გატარებული ცხოვრების ერთიან ანალიზს, რომელიც სცილდება უბრალო ბიოგრაფიის ჩარჩოებს.
18.4
ნარინჯისფერი ბიჭი
ავტორი: პატრის ლორენსი სერია: ლიბერთინსი   ”არც მაგარი ბიჭი ვიყავი, არც დიდად ნიჭიერი, არც ქუჩის ბიჭი, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია. ჩემს არსებობას ვერავინ ამჩნევდა. მაგრამ მისტერ ნარინჯისფერმა ყველაფერი შეცვალა“. თექვსმეტი წლის მარლონმა დედას პირობა მისცა, რომ ძმის, ანდრეს არჩეულ მცდარ გზას არ დაადგებოდა. პირობას იოლად ასრულებს, სანამ პაემანზე ტრაგედია არ მოხდება და მარლონზე ნადირობას არ დაიწყებენ. უცნობები იდუმალებით მოცულ მისტერ ნარინჯისფერს ეძებენ და მის საპოვნელად მარლონის გამოყენებას აპირებენ. მარლონს არჩევანი აღარ აქვს, მაგრამ გადადგამს არასასურველ ნაბიჯს საყვარელი ადამიანების დასაცავად?
14.95