santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
პაემანი სიკვდილთან
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: მანანა კვესალავა "იერუსალიმის ღამის ლურჯი ცა. აივანი. რეიმონდ და ქეროლ ბოინტონები საკუთარი დედის მოკვდინებაზე საუბრობენ. ერკიულ პუარო დიალოგის უნებური მსმენელია. ვინ არის მისის ბოინტონი? რატომ აქვს თვალებში სიძულვილის ბნელი და გამანადგურებელი ნაკადი? რატომ სძულთ შვილებს? რატომ სძულს ყველას? მსხვერპლია თუ დამნაშავე? ვინ კლავს მოხუც ქალს? რას მალავს? ვის იცნობს სასტუმროს ფოიეში? მოქმედი გმირები: ნადინი, სარა კინგი, ექიმი ჟერარი, ლენოქსი, მისტერ ქოუფი, ჯინი, მის პირსი და მაჰმუდი. და ერთი იდუმალი ლედი. და მოქმედების ადგილი – პეტრა – მკვდარი ქალაქი. უდაბნოს „სიკვდილის ველი“. ცივი გონებითა და გასაოცარი სიზუსტით გათვლილ მკვლელობას ნიჭიერი დრამატურგი ჰყავს. მოტივი მრავალი. კიდევ, წამლის გატეხილი ბოთლი, ორი შპრიცი, და წარსულის ცოდვები. პუაროს ირგვლივ ეჭვმიტანილთა წრე ისევ იკვრება. მაძებარს საქმის გასახსნელად მხოლოდ 48 საათი აქვს. "
15.95
პავლე ინგოროყვა - 125 ამბავი #35
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი  „პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში. პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“. – როსტომ ჩხეიძე
13.95
პალიტრა 9 უჯრა
6
პანდემია
ავტორი: სლავოი ჟიჟეკი მთარგმნელი: ნინო ბარძიმაშვილი გამომცემლობა: არეტე ყდა: რბილი
12
პანდემონიუმი
ავტორი:  ლორენ ოლივერი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს აკრძალული სიყვარულის ამბავი გრძელდება. ლინა ჰოლოუეი სახიფათო გზას ადგას. ტევრიდან ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდება და თანაც განსაკუთრებული მისიით, თუმცა, უნებურად, დაგეგმილი გატაცების მონაწილე ხდება. ლინამ გამოცდას უნდა გაუძლოს და ამასობაში ჯულიენი გამოჩნდება. ამ საინტერესო რომანში მოთხრობილია თავგანწირული ბრძოლის შესახებ, რომელიც, სადაცაა რევოლუციის ნაპეწკლას გააღვივებს. ტრილოგიაში შედის წიგნები: "დელირიუმი"; "პანდემონიუმი"; "რეკვიემი".
13
პანდორას ყუთი
ავტორი:  ბერნარ ვერბერი მთარგმნელი: მანანა ბოსტოღანაშვილი   თანამედროვე ფრანგი მწერლის, ბერნარ ვერბერის შემოქმედება აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს: სათავგადასავლო საგა, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიციზმი, ფილოსოფიური ზღაპარი, პიესა, დეტექტივი, ბიოლოგია, მითოლოგია. თვითონ მწერალი თავის სტილს ზოგჯერ „მხატვრულ ფილოსოფიას“ უწოდებს. მისი ბოლო რომანი “პანდორას ყუთი” ფანტასტიკური დეტექტივია ან თუ გნებავთ მაგიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი სულის გარდასახვებზე, წარსული ცხოვრებისა და აწმყოს ურთიერთ ზემოქმედებაზე. რენე ტოლედანოს, ისტორიის მასწავლებელს, წარმოდგენის დროს ჰიპნოზის სეანსს უტარებენ. ექსპერიმენტის შედეგები გასცდება ყოველგვარ მოლოდინს და რენე თავის რამდენიმე წინა სიცოცხლეში გადაინაცვლებს. ამიერიდან რენეს ხელი მიუწვდება თავისი არაცნობიერის  მეხსიერებასთან. მის წინაშე ახალი ამოცანა დადგება: შეუძლია თუ არა  ისტორიის მდინარების შეცვლა? და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა თუ ყველაფერი წინასწარ არის განჩინებული და ჩვენ, უბრალოდ, ვემორჩილებით  ბედისწერას?
25
პანი
ავტორი: კნუტ ჰამსუნი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
პაპაჩემი ლევან ლეონიძე
1937 წელს, 44 წლის ასაკში დახვრიტეს ლევან ლეონიძე, გიორგი ლეონიძის უფროსი ძმა, რომელსაც ცოლი, მარია ჰოფმანი და ორი შვილი დარჩა – რვა წლის ლილი და ლევანი, რომელიც მისი დაპატიმრების შემდეგ დაიბადა.   პროფესორი ლევან ლეონიძე ევროპაში განათლებამიღებული მეცნიერი იყო. 1925 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი „მესაქონლეობის ლექსიკონი“, რომელსაც საუკუნის შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ის სამეცნიერო საქმიანობას არამხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც ეწეოდა – მუშაობდა კილის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში და იმავე ქალაქში დააარსა მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.   სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს გაიცნო თავისი დიდი სიყვარული – მარია ჰოფმანი, რომელმაც სამშობლოში დატოვა მდიდარი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი და, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლევანს საქართველოში გამოჰყვა. არც მისი დახვრეტის შემდეგ დაბრუნებულა უკან – შვილებს ზრდიდა და ქმრის დაბრუნებას ელოდა – ვერ იჯერებდა, რომ ლევანი დახვრეტილთა შორის იყო.   ეს წიგნი, რომელიც ლევან ლეონიძისა და მარია ჰოფმანის დღიურებს, წერილებსა და მათ არქივებში აღმოჩენილ ბევრ ძალიან საინტერესო მასალას ეფუძნება, მკითხველს გულგრილს ვერაფრით დატოვებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორ გამოაცალა რეპრესიებმა ჩვენს ქვეყანას ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის დანაკლისსაც დღემდე ვიმკით. „ისე თამამად მინდა გავზარდო, რომ დედაკაცი კი არ უნდა იყოს მხოლოდ, არამედ მაგარი და ძლიერ ნების მოქალაქე, რომლის უსამართლოდ დაჩაგვრა ვერავინ ვერ შეძლოს“, – თითქმის ასი წლის წინ წერს ლევან ლეონიძე თავისი გოგონას, ლილის შესახებ და ამ ერთი წინადადებითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ქვეყანას შექმნიდნენ და ააშენებდნენ ის და მისნაირი ადამიანები, ამის საშუალება რომ მისცემოდათ.
14.95
ამოწურულია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ავტორი: ვიქტორ ჰიუგო მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24.95
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (საკოლექციო)
  ავტორი: ვიქტორ ჰიუგო ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს, რადგანაც ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო მშვენიერების ამხელა სიმაღლემდე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა.
14.95
პარიზისა და ლონდონის ფსკერზე
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი პარიზისა და ლონდონის ფსკერზე ჯორჯ ორუელის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. 1933 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური პროზის ეს შესანიშნავი ნიმუში მოგვითხრობს ორი ბრწყინვალე ქალაქის, პარიზისა და ლონდონის, ნაკლებად ბრწყინვალე შრეზე – მაწანწალების, ქუჩის ხალხისა და უფასო თავშესაფრების სამყაროზე. პირად გამოცდილებაზე დამყარებულ ამ მძაფრ ტექსტში ცხადად იკვეთება ჯორჯ ორუელისეული ხედვა სიღარიბისა და საზოგადოების შესახებ.
14.9
პასტელი 12 ფერი Metalik Neon
9.5
პასტელი 18 ფერი
8
პასტელი 24 ფერი oil pastel
15.7
პასტელი ზეთოვანი 12 ფერი
5
პასტელი ზეთოვანი 12 ფერი DELI
4
პასტელი ზეთოვანი სამხატვრო 18 ფერი
10
პასტელი ზეთოვანი სამხატვრო 24 ფერი DELI
18
პასუხისმგებლობა
ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში. ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი. ექვსი სხვადასხვა სურათის სიუჟეტში ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა ფასეულობებს. თითოეული სიუჟეტისთვის არსებობს იმავე ფერის ხუთი ბარათის ნაკრები, თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორია სიტუაცია. ბავშვის ამოცანაა, თანმიმდევრულად დაალაგოს ბარათები, რათა გადმოსცეს ერთი სიუჟეტი.  ბარათების უკან დამხმარე მარეგულირებლები აჩვენებს ბავშვებს სწორია თუ არა მათ გადაწყვეტილებები.   თემები: სამოქალაქო გამბედაობა - ნუ აარიდებ თვალს!  პასუხისმგებლობა - როგორ ვიზრუნო ჩემ ცხოველზე?! იყავი ყურადღებიანი - როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში?! იყავი სასარგებლო - როგორ დავეხმარო ჩემ ოჯახს?! ზრუნვა - იყავი მზრუნველი ასაკოვანი ადამიანების მიმართ! იყავი დამოუკიდებელი - როგორ ვიზრუნო საკუთარ სხეულზე!
16.5
პატანჯალის იოგა სუტრა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგმნელი : გიორგი ბერძენიშვილი სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. სვამი ვივეკანანდას მიერ 1896 წელს ნიუ-იორკში წაკითხული ლექციების შემდეგ გამოვიდა მისი ერთ-ერთი წიგნი სახელწოდებით „რაჯა იოგა“.  სწორედ ამ წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე წიგნი. ამ ლექციების ფარგლებში მან სუტრების (აფორიზმების) თავისუფალი და ადაპტირებული თარგმანი შესთავაზა ინგლისურენოვან აუდიტორიას. ხოლო მისი კომენტარები ეფუძნება ვიასას ანუ ადრეულ კომენტარებს, აგრეთვე ვედანტას (რადგან ვივეკანანდა თავად ვედანტას წარმომადგენელი გახლდათ). აღნიშნულ კომენტარებს გარკვეული მიმართება აქვს დასავლურ აზროვნებასთან, რამდენადაც ვივეკანანდა იცნობდა კანტის, ჰეგელის, ჯონ სტიუარტ მილის, დარვინის და ზოგადად, დასავლურ აზრს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, რამდენადაც სვამი ვივეკანანდა თავად ინდოელი ბერი და ფილოსოფოსი იყო, მისი კომენტარები მისი პირადი დამოკიდებულება და დარწმუნებულობაცაა.
19
პატარა გოჭი
შეუერთდი გოჭს ფერმაში და შეიძინე ბევრი ახალი მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
7
პატარა ვეფხვი
შეუერთდი ვეფხვს ველურ ბუნებაში და შეიძინე ბევრი ახალი მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
7
პატარა კლარა
ავტორი: პატრიკ მარია ბინშტაინი მთარგმნელი: მაია ლიპარტელიანი   5 წლის კლარას ძალიან უნდა, დიდივით მოიქცეს: გვიან დაიძინოს, მარტომ იმგზავროს ავტობუსით, უფროს დას საშინაო დავალებების დაწერაში დაეხმაროს და ბებოს სახლი დაულაგოს.
19.9
პატარა კნუტი
შეუერთდი კნუტს სახლში და გახდი ბევრი შინაური ცხოველის მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
7