ადამიანი ამფიბია
12.95
ავტორი: ალექსანდრ ბელიაევი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან, რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს, ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ. ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდევაც - ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია ადამინმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.409
- ნანახია
- 806
მსგავსი პროდუქტები
ღამეში მფრენნი
ავტორი: ჯორჯ რ.რ მარტინი
მთარგმელი: თამარ კოტრიკაძე
სერია: პორტალი
17.95
ბეჭდის საძმო - ბეჭდების მბრძანებელი #1
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
უძველეს დროში ელფმა მჭედლებმა ჯადოსნური ბეჭდები დაამზადეს, ხოლო საურონმა, ბნელმა მეუფემ, ძალაუფლების ბეჭედი გამოჭედა და მასში საკუთარი ძალა ჩააქსოვა, რათა მისი მეშვეობით სხვა ბეჭდები ემართა. მაგრამ საურონს ძალაუფლების ბეჭედი წაართვეს და თუმცა მთელ შუახმელეთში ეძებდა, ვერსად იპოვა.მრავალი საუკუნის შემდეგ, როგორც ,,ჰობიტშია" მოთხრობილი, ბეჭედი ბილბო აბგელს ჩაუვარდა ხელში. ასე იწყება ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბავიმ რომელიც ,,ორ ციხე-კოშკსა" და ,,მეფის დაბრუნებაში" გრძელდება.
25
ორი ციხე-კოშკი - ბეჭდების მბრძანებელი #2
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
საძმო დაიმალა. ზოგი უძველეს ბოროტებასთან, საურონთან, უიმედო ომისთვის ემზადება, ზოგი მოღალატე ჯადოსან სარუმანს უნდა დაუპირისპირდეს. წყეული ძალაუფლების ბეჭდის წაღება მორდორში, საურონის ბნელ სამფლობელოში, ფროდოსა და სემს მარტო მოუწევთ. მათი მეგზური იქმნება მატყუარა და ბეჭდის წამწყმედ ძალას დამონებული გოლლუმი, რომელიც ბეჭდის დაბრინების სურვილითაა შეპყრობილი. ასე გრძელდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც ,, ბეჭდის საძმოში" დაიწყო და სულის შემძვრელად დასრულდება ,, მეფის დაბრუნებაში".
25
მეფის დაბრუნება - ბეჭდების მბრძანებელი #3
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ბნელი მეუფის ლაშქარი იზრდება, მისი ავი ჩრდილი უფრო ფართოვდება. ადამიანები, ჯუჯები, ელფები და ენტები წყვდიადთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ამასობაში, ფროდო და სემი უფრო ღრმად შედიან მორდორში თავიანთი გმირულოი მისიის შესასრულებლად - ძალაუფლების ბეჭდის გასანადგურებლად. ,,მეფის დაბრუნება'' ,,ბეჭდის საძმოსა" და ,,ორ ციხე-კოშკში" დაწყებული ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბის ბრწყინვალე დასასრულია.
25
ბერენი და ლუთიენი
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება! ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის. ბედის გადაწერა კიმხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისაგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი...
16.95
ჰურინის შვილები
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც "ბეჭდების მბრძანებლამდე" გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა - იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა. ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.
24.95
ანიჰილაცია
ავტორი: ჯეფ ვანდერმირი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
14.95
ქალაქი
ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
17.95