ავტორორტრეტი
15
ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი
"ავტოპორტრეტი" ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს - სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს. თითქოს აქამდე ყველასთვის ცნობილი ირაკლი ჩარკვიანისგან, ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 15
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 789
მსგავსი პროდუქტები
მერმისის ჭაღარა მთვარეები
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გამომცემლობა: არტანუჯი
15
იმ დრო - 70 ამბავი #27
ავტორი: გელა ჩარკვიანი
სერია: თან საკითხავი
როგორ ვცხოვრობდით „იმ დროს“, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა და როგორც ამ წიგნის ავტორი ამბობს, „ერის მთავარი ფუნქცია – სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა, წართმეული ჰქონდა“.
გელა ჩარკვიანი სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში დაიბადა და საკუთარ თავზე გამოსცადა სისტემის სიკეთენი და მარწუხები, პოლიტიკური პირამიდის წვერზე ყოფნის ფუფუნებაც და ის ხილული/უხილავი წინაღობებიც, რომელიც რკინის ფარდის მიღმა გაღწევის გზაზე შეიძლება შეხვედროდა საბჭოთა ადამიანს.
ამ წიგნიდან გაიგებთ, როგორი იყო საბჭოური სნობიზმი, სად უნდა შეეღწია საბჭოთა ადამიანს იმისათვის, რომ აესრულებინა თავისი ოცნებები და რა მაგიური ძალა ჰქონდა სიტყვა „ბაზას“. რა საფრთხეებს შეიცავდა სიტყვა невыездной და რისი ცოდნა მოეთხოვებოდა საბჭოთა მოზარდს, არტეკის პრესტიჟულ ბანაკში მოსახვედრად; და კიდევ ბევრი საინტერესო რამ 70 წლიანი რეჟიმის შესახებ გელა ჩარკვიანის ახალ წიგნში.
9.95