santaesperanza
ალბათ ესთერი
ალბათ ესთერი

ალბათ ესთერი


13.9

ავტორი: კატია პეტროვსკაია

მთარგმნელი: მაია ბადრიძე

კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა.
მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს.
ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“.
ლაშა ბაქრაძე

 


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
13.9
წონა
0.299
ნანახია
591
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები