santaesperanza
ალპური ყვავილები
ალპური ყვავილები

ალპური ყვავილები


9.95

ავტორი:  სოსო მეშველიანი

 

ალპური ყვავილები“ სოსო მეშველიანის დოკუმენტური მოთხრობებისა და ჩანაწერების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც პოეტის მხატვრული მეხსიერების მძაფრი შთაბეჭდილებებია თავმოყრილი.

 

 

ამ კრებულშიც ერთმანეთს ორი სამყაროს მისტიკა და ესთეტიკა ენაცვლება – კავკასიურ/სვანური და ევროპულ/ესპანური. ორივეს შესახებ პოეტმა ბევრი რამ იცის, ხოლო ამ აღქმულ და დანახულ ცოდნას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – მის წინაშე აქამდე უცხო და უცნობი სინამდვილე თამაშდება, ბასრი აქცენტებით და დაუნდობელი მშვენიერებით.

 

 

„ალპური ყვავილები“ იმ ადამიანურ ოცნებებსაც იუნჯებს, რომლებიც ხშირად მიუწვდომელ მწვერვალებზე გვეგულება, სინამდვილეში კი საკუთარ ან გვერდზე მყოფის გულშიც შეგვიძლია მათი აღმოჩენა.

 

 

– ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.95
წონა
0.219
ნანახია
418
გაზიარება: