santaesperanza
ანარქიზმის ანბანი
ანარქიზმის ანბანი

ანარქიზმის ანბანი


22

ავტორი: ალექსანდრე ბერკმანი

მთარგმნელი : გია ბერაძე

ალექსანდრე ბერკმანი (დ. 21 ნოემბერი 1870  – გ. 28 ივნისი 1936 ) – XX საუკუნის დასაწყისში ანარქისტული მოძრაობის წამყვანი წევრი, ცნობილი როგორც მისი პოლიტიკური აქტივიზმით, ანარქისტული იდეებითა და მწერლობით.

ბერკმანი დაიბადა ვილნაში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი ვილნიუსი, ლიეტუვა). 1888 წელს ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობდა ანარქისტულ მოძრაობებში, იყო ერთ-ერთი ანარქისტი ლიდერი. იყო ანარქისტ ემა გოლდმანის ცხოვრების სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე მისი მეგობარი. ავადმყოფობის გამო ბერკმანმა თავი მოიკლა 1936 წელს.

წიგნი – „ანარქიზმის ანბანი“ უაღრესად მარტივი ენით არის დაწერილი, ის მიჩნეულია ანარქისტული ლიტერატურის კლასიკად თუმცა მისი პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, წიგნი მიუხედავად მისი პირველი გამოცემიდან თითქმის 100 წლის გასვლისა კვლავ რჩება ანარქიზმის იდეების ერთ-ერთ საუკეთესო შესავლად, რომელიც კი დაწერილა ამ თემაზე კომუნისტ-ანარქისტის თვალსაზრისით ინგლისურ ენაზე. მისი ავტორი უბრალოდ თეორეტიკოსი და „ინტელექტუალი“ კი არ იყო, არამედ მებრძოლი აქტივისტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
22
წონა
0.279
ნანახია
1041
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები