აღქმის კარები / სამოთხე და ჯოჯოხეთი
12.9
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე
წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელირიული თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა...თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება...ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას,რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.239
- ნანახია
- 829
მსგავსი პროდუქტები
კუნძული
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: თამარ შანიძე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია: ლიტერატურული ოდისეა
18.9
კონტრაპუნქტი
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა.
მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული.
რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს.
ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
34.95
დრო უნდა ჩერდებოდეს
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: თაკო ჭილაძე
სებასტიან ბარნაკი, სასიამოვნო გარეგნობის ინგლისელი სკოლის მოსწავლე, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად იტალიაში ჩადის და იქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. სებასტიანს ორი, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მასწავლებელი ჰყავს - ბრუნო რონტინი, ღვთისნიერი წიგნების გამყიდველი, რომელიც მას სულიერ სიღრმეებში არკვევს; და ბიძია იუსტასი, რომელიც ამქვეყნიურ სიამოვნებას აზრიარებს. წიგნში ნათლად ჩანს მწერლის მცდებლობა გადაჭრას მეოცე საუკუნის ადამიანის დილემა, რომელსაც მისი გმირები მოუმზადებელი შეხვდნენ.
17.95