santaesperanza
ბაბილონი
ბაბილონი

ბაბილონი


12.9

ავტორი: იასმინა რეზა

მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე

სერია: ლიტერატურული ოდისეა

სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ფრანგი მწერლის, იასმინა რეზას შემოქმედება მრავალფეროვანია: წერს რომანებს, ნოველებს, პიესებსა და სცენარებს, იღებენ ფილმებში. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო.

მისი ცნობილი რომანის, „ბაბილონის“, მთავარი პერსონაჟი, პარიზის გარეუბანში მცხოვრები სამოცი წლის ბიოლოგი ელიზაბეტ ჟოზი შინ „გაზაფხულის დღესასწაულს“ მართავს. გაზაფხულის პირველ დღეს პარიზში თოვს, მოდიან სტუმრები, თანდათან აეწყობა საუბარი, იცინიან, წარსულს იხსენებენ, კამათობენ, ერთმანეთს თავს აწონებენ – შაბათი საღამოს ჩვეულებრივი წვეულებაა. მაგრამ იმ ღამით მომხდარი ტრაგედია ცხადყოფს, რატომ უკავშირდება რომანის სათაური ბიბლიურ ფსალმუნს, რომელიც გვიყვება მარტოობაზე, საყვარელი ადამიანებისა თუ ადგილებისგან შორს ყოფნაზე. ეს არის რომანი ასაკოვან ხალხზე, რომლებიც ვეღარ დაიბრუნებენ ახალგაზრდობას; ადამიანებზე, რომლებსაც ერთი უნებლიე ჟესტი ან დაუფიქრებელი ნაბიჯი მარტოობისთვის გაწირავს; თანამედროვე სამყაროში გაბატონებულ გულგრილობასა და ადამიანური თანაგრძნობის ნაკლებობაზე.

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვართ, რას ვფიქრობთ, რანი გავხდებით? სადღაც ვიმყოფებით, რაიმე პეიზაჟის ფონზე, იმ დღემდე, როდესაც იქ აღარ ვიქნებით“, – გვეუბნება ავტორი.

„ბაბილონი“ 2016 წელს, გამოსვლისთანავე, „რენოდოს“ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა.


ფასდაკლება
20
გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
12.9
წონა
0.219
ნანახია
1489
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები