santaesperanza
ბარბაროსების მოლოდინში
ბარბაროსების მოლოდინში

ბარბაროსების მოლოდინში


14.9

ავტორი: ჟ. მ. კუტზეე

მთარგმნელი: მეგი გავისონია

მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს, აღიგავოს მიწისაგან და ისევე მიეცეს დავიწყებას, როგორც იმის ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სანაპირო იყო.

ნობელის პრემიის ლაურეატ ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს ნაწარმოები ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე, ხოლო ნობელის პრემიის კომიტეტის კომენტარი ამგვარი გახლდათ: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
14.9
წონა
0.239
ნანახია
748
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები