ბურატინოს თავგადასავალი
8.9
ავტორი: ალექსეი ტოლსტოი
მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა.
მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა, საბოლოოდ, ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.269
- ნანახია
- 713
მსგავსი პროდუქტები
ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
ავტორი: ჯანი როდარი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი.
ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~
ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
11.9
სალამურას თავგადასავალი
ავტორი: არჩილ სულაკაური
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც…
წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.
12.9
უფლისწული და მათხოვარი
ავტორი: მარკ ტვენი
მთარგმნელი: თამარ დიასამიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ ისინი როლებს ცვლიან და სწორედ აქ იწყება მათი ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
8.9
ჩვენც სალტკროკელები ვართ
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული.
„ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია. აქ თითქოს არაფერია მოგონილი პატარა, უკბილო სტინას ზღაპრების გარდა. დიახ, ამ საოცარ წიგნში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სევდაც ბევრია და სიხარულიც, ხიფათიც და გამართლებაც, იმედგაცრუებაც და ბედნიერებაც. წაიკითხეთ და თქვენც გახდით სალტკროკელი, რუკაზე არარსებული, მაგრამ ყველაზე რეალური კუნძულის მოსახლე.
12.9