დაღმამავალი
11.9
ავტორი: თომას ბენჰარდი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
სერია: ლიტოდისეა
თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
- გამომცემლობა
- სულაკარუის გამომცემლობა
- ფასი
- 11.9
- ნანახია
- 1003
მსგავსი პროდუქტები
ტყის ჩეხა
ავტორი: თომას ბერნჰარდი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ფიქციები
ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
სერია: ლიტოდისეა
„ფიქციები“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“. კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
12.9
ქვიშის წიგნი
ავტორი: ხორხე ლიოს ბორხესი
მთარგმნელი: დოდო ყაველაშვილი
სერია: ლიტოდისეა
კრებული „ქვიშის წიგნი“ პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს
10.9
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს.
აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია.
ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9