დესპეროს თავგადასავალი
10.9
ავტორი: კეიტ დიკამილო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს წიგნი დესპერო ტილინგის ამბავს მოგვითხრობს. დესპერო წრუწუნაა, რომელსაც მუსიკა, ზღაპრები და მეფის ასული, სახელად ცერცვა უყვარს. აქვეა ვირთხა, სახელად როსკურო. იგი სიბნელეში ცხოვრობს, მაგრამ სინათლით სავსე სამყაროზე ოცნებობს… და კიდევ მიგერი სოუ – მოახლე გოგო, რომელსაც ერთადერთი აუხდენელი ნატვრა აქვს – უნდა, რომ მეფის ასული გახდეს.
ეს პერსონაჟები სადაცაა დაადგებიან გზას, რომელიც ჯერ შემზარავ მიწისქვეშეთში ჩაიყვანს მათ, შემდეგ კი გაბრწყინებულ სასახლეში შეაბრძანებს.
მერე რაღა მოხდება? ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია, მკითხველო!
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.301
- ნანახია
- 1057
მსგავსი პროდუქტები
მიო, ჩემო მიო (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს…
წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო!
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (7-9) #1
ავტორი: ანე-კატარინაე ვესტლი
მთარგმნელი: ლია გოგიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია.
„…დედა, მამა და მათი რვა შვილი ვეებერთელა ქალაქის შუაგულში, აგურის შენობაში ცხოვრობდნენ. ერთი ციდა ბინა ჰქონდათ – ერთადერთი ოთახი და სამზარეულო. თავად კი ათნი იყვნენ….“ – მოგვითხრობს ვესტლი.
გაინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი ამბავი, სადაც რვა ბავშვთან და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად – სამოვრის მილი?
მაშ, წაიკითხე მათი თავგადასავალი.
8.9