santaesperanza
თარგმანი და ორიგინალი
თარგმანი და ორიგინალი

თარგმანი და ორიგინალი


14.6

ავტორი: ლევან ბრეგაძე

 

ლევან ბრეგაძის „თარგმანი და ორიგინალი“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნია. უპირველესად იმის გამო, რომ პროფესიონალი კრიტიკოსისა და მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის გამოცდილება, ინტერესების მრავალფეროვნება და უამრავი სიღრმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი.

 

ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბნის – ქართულად და ქართულიდან თარგმნილი ნაწარმოებების – მიუკერძოებლად შეფასებას ისახავს მიზნად კრიტიკული წერილების ეს კრებული. 

 

დღეს „კარგ ტონად“ ითვლება ხმამაღლა და დანანებით თქმა, რომ საქართველოში სალიტერატურო კრიტიკა არ არსებობს. ეს უარგუმენტო ნიჰილისტური ფრაზა, სინამდვილისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველი, უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუნდაც ეს წიგნია იმის დასტური, რომ ამ სფეროში ისე სავალალოდ სულაც არა გვაქვს საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოადგინონ.


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.6
წონა
0.399
ნანახია
452
გაზიარება: