santaesperanza
იესოს სახარება
იესოს სახარება

იესოს სახარება


24.9

ავტორი: ჟოზე სარამაგუ

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

სერია: მსოფლიო კლასიკა

სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული.ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად.მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია.იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა.ნაწარმოებს “მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად.შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“.
ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის.ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი.პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია.მიანიჭეს ლიტერატურაში.


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
24.9
წონა
0.539
ნანახია
1273
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები