კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები
8.9
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.243
- ნანახია
- 970
მსგავსი პროდუქტები
ხაზარულა და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ნოდარ დუმბაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ჯაჯღანსები ხათაბალაში
ავტორი: ფილიპ არდა
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და.ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე.მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს.გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ.საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ.ხათაბალების თავიდან ასარიდებლად.იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება.
ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო.გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი.,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც.სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული.ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს.
ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის.მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები.უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ.ამ წიგნის ყველა გმირს.
10.9
ქრისტინე და სხვა მოთხრობები
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში.
ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.
8.9
ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები
ავტორი: აკაკი წერეთელი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს წიგნი საშუალებას მისცემს მოზარდ მკითხველს, სხვა თვალით შეხედონ და უკეთ გაიცნონ ყველასათვის საყვარელი მწერლის, აკაკი წერეთლის შემოქმედება. აქ თავმოყრილია მოთხრობები, რომელთა სიუჟეტი და თემატიკა მეტად მრავალფეროვანია. წაიკითხავთ როგორც მარტივი შინაარსის, ასევე დიდაქტიკურ, ალეგორიულ, ისტორიულ თუ ზღაპრულ მოთხრობებს.
წიგნში აგრეთვე შესულია ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩემი თავგადასავალი”, სადაც მწერალი ჩვეული ოსტატობითა და განუმეორებელი იუმორით გადმოსცემს ბავშვობის ამბებს, გიმნაზიაში სწავლის პერიოდს; გაგაცნობთ თავისი ოჯახის ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს; დიდი სითბოთი და სიყვარულით აღწერს სოფელ სავანეში, ძიძასთან ცხოვრების წლებს, სადაც ის უაღრესად თბილ ატმოსფეროში, მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა.
8.9