კორალაინი
12.9
ავტორი: ნილ გეიმანი
მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი
ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.222
- ნანახია
- 1159
მსგავსი პროდუქტები
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ავტორი: ჯ.კ. როულინგი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
საოცრება
ავტორი: რ.ჯ. პალაციო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?
ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.
12.9
ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.
ავტორი: ლუის კეროლი
მთარგმნელი: გიორგი გოკიელი
სულაკაურის გამომცემლობა
ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს. ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი
19.9
არსადროს
ავტორი: ნილ გეიმანი
მთარგმნელ: ნიკა სამუშია
ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომლის შესახებ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს. ადგილი, რომელზეც ბევრი ვერც კი იოცნებებდა. იქ სიტყვა ნამდვილ ძალას იძენს. იქ მხოლოდ კარის შეღების შემდეგ შეიძლება მოხვდე. ეს არის ქალაქი იმ ადამიანებისა, რომლებიც ნაპრალებში გაუჩინარდნენ. სამყარო სავსეა ხიფათით, დასახლებულია წმინდანებითა და ურჩხულებით, მკვლელებითა და ანგელოზებით.
რიჩარდ მეიჰიუ, ახალგაზრდა ბიზნესმენი, საიდუმლოებებით მოცული სხვა ლონდონის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. სიკეთის მცირე გამოვლინება რიჩარდს ყოველდღიურობიდან გადაისვრის სამყაროში, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს უცნაურია. ბედისწერა კი საოცარ ამბებს უმზადებს.
20.9