santaesperanza
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51

ქეთოს და აჩოს ფორმულა 51


31.95

ავტორი:არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა.

ავტორები ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერით მაყურებლებს ადვილად მოსამზადებელ და საინტერესო კერძებს უზიარებენ

უსაზღვროდ საინტერესო ისაა, რომ პირდაპირი ეთერი ცოცხალი ორგანიზმია, არასოდეს იცი ზუსტად რამდენი დრო გაქვს მოსამზადებლად და როგორც წესი, მუდმივ ტონუსში ხარ, შესაბამისად, რეცეპტებიც ამ რეალობასაა მორგებული – მალ-მალე, ადვილად მოსამზადებელი და უდავოდ ძალიან გემრიელი!

ექსპერიმენტულმა კულინარიულმა თავგადასავალმა ძალიან გაამართლა და ყველა კერძი ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა იმ რეცეპტების კრებული, რომელიც დილის ეთერში მომზადდა! საბოლოოდ შევარჩიეთ 51 კერძის უნიკალური ფორმულა და გიზიარებთ ფოტოებთან ერთად.

ჩვენი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, სადაც სურათებში მთავარი აქცენტი კერძებზე კეთდებოდა, ახლა ობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანები მოვახვედრეთ, მათი ნამდვილი ემოციებითა და გულწრფელი გამომეტყველებით, და, რაც მთავარია, ეს ფოტოები, არც მეტი, არც ნაკლები – მობილური ტელეფონით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ მთავარია იდეის გჯეროდეს და შედეგზე ნებისმიერ შემთხვევაში გახვალ!


ფასი
31.95
ნანახია
855
გაზიარება: