santaesperanza
მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)
მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)

მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)


21.6

იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით.

იმანუელ კანტის წიგნი – „მარადიული მშვიდობისკენ“ – წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს.

წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია: 

პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს;

მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს;

დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ;

დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ;

დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში;

დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
21.6
წონა
0.299
ნანახია
358
გაზიარება: