santaesperanza
მარტოობის ასი წელიწადი
მარტოობის ასი წელიწადი

მარტოობის ასი წელიწადი


34.95

ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი

სერია: აკრძალული წიგნების თარო

მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი

„მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!

 

მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.“ – ლევან ბერძენიშვილი

 

ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. `მარტოობის ას წელიწადს" კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს, `ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა". ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გაზეთ „სემანას" ცნობით, „მარტოობის ასი წელიწადი“ კოლუმბიაშიც კი აიკრძალა. ბოლო წლებში კი წიგნი ცენზურას ემსხვერპლა რუსეთში, ირანსა და ქუვეითში. რუსეთში ცენზურა სექსუალური შინაარსის სცენების ამოღებით ან მოდიფიკაციით შემოიფარგლა. ირანმა და ქუვეითმა კი `მარტოობის ასი წელიწადი" ძალადობრივი მორალის გამო აკრძალა.

 


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
34.95
წონა
0.599
ნანახია
722
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები