მიდი, დააყენე დარაჯი
17.9
ავტორი: ჰარპერ ლი
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
სულაკაურის გამომცემლობა
დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული “ნუ მოკლავ ჯაფარას” მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.
- ფასი
- 17.9
- წონა
- 0.335
- ნანახია
- 897
მსგავსი პროდუქტები
ნუ მოკლავ ჯაფარას
ავტორი: ჰარპერ ლი
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
14.9