მკვლელობა მღვდლის სახლში
11.95
ავტორი: აგათა კრისტი
ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 618
მსგავსი პროდუქტები
ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, ...
15.95
სიკვდილი ნილოსზე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლია კაკიაშვილი
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
ლორდ ეჯვერის სიკვდილი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
ლონდონელ დიდებულს, ლორდ ეჯვერს, მისსავე სახლში კლავენ. თითქოს მიზეზი იოლად მისახვედრია - მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური ტირანი ბრძანდებოდა, ახლობლები მისი შიშით ძრწოდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ლორდის სახლში ერთი ლამაზი ქალის, თანაც, როგორც გაირკვა, გადაცმულის, სტუმრობა. სახელგანთქმული მაძებარი ერიკ პუერო შემთხვევით ხდება იმ მოვლენათა მოწმე და მონაწილეც კი, რომლებიც წინ უძღვოდა მკვლელობას...
9.95
მრუდე სახლი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
13.95
გვამი ბიბლიოთეკაში
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
13.95
ორ სიყვარულს შორის
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
14.95
გაზაფხულზე დაკარგული
ავტორი: აგათა კრისტი
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
უზრუნველი ცხოვრება, გულისხმიერი ქმარი, საამაყო შვილები... სხვა რა სჭირდება ქალს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის? ჯოან სკუდამო - რისთვის ეს მოცემულობაა (მხოლოდ!) მისაღები და ამის იქით ალბათო - ბებსა და ვარაუდებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს, მისწრაფებებსა და ვნებებს არ განიხილავს, არც კი გაიფიქრებს, რომ საკუთარი ხელითა და სურვილით შექმნილის იქითაც არსებობს ცხოვრება, არასოდეს მიუშვებს გრძნობებს ნებაზე, არც კი დაუშვებს, რომ... მოკლედ, ჯოანი ეჭვს მანამ გააქრობს, სანამ მის გაცნობიერებას მოასწრებს. და ერთ დღესაც თუ დაიკარგე, ჯოან სკუდამორიც რომ იყო, რა უნდა გააკეთო... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა? და რა შეიძლება დაასკვნა ისეთი, რაც მანამდე არ იცოდი? აგათა კრისტის ” გაზაფხულზე დაკარგული “ თვითკმაყოფილი ქალის ფსიქო - ლოგიურ პორტრეტს გვიხატავს. ქალს გაუთვალისწინებელი ” დაკარგვა “ დაფიქრებას აიძულებს და აღმოჩენამდეც კი მიიყვანს, მაგრამ... და იქნებ ზოგჯერ ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია, არ გაუსწოროს თვალი სიმართლეს და იყოს მუდმივად... ” დაკარგული“?
14.95
იდუმალი მოწინააღმდეგე
ავტორი: აგათა კრისტი
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება „ახალგაზრდა ავანტიურისტები“. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
13.95
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ავტორი: აგათა კრისტი
"რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
15.95
გაიბზარა წკარუნით სარკე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო? ამ თავსატეხის ამოხსნაში მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს დაეხმარება შეუდარებელი მის მარპლი _ მხოლოდ ამ მახვილგონიერ და ადამიანის ბუნების უზადო მცოდნე მოხუც ქალს შეუძლია უცნაური მკვლელობის გახსნა.
15.95
დაკრძალვის შემდეგ
ავტორი: აგათა კრისტი
რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
15.95
მესამე გოგონა
ავტორი: აგათა კრისტი
ლონდონში,ნაქირავებ ბინაში სამი გოგონა ცხოვრობს.ერთი მდივანია,მეორე მხატვარი,მესამე კი,ნორმა რესტარიკი,ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.სწორედ ის მიმართავს პუაროს დახმარებისათვის - ამ,ერთი შეხედვით,ნერვიულ,გონებადაფანტულ გოგონას ჰგონია,რომ ადამიანი მოკლა,მაგრამ არ იცის,ვინ,როდის,სად.და ასპარეზზე კვლავ პატარა ბელგიელი,სახელგანთქმული მაძებარი გამოდის.ამჯერად მეტისმეტად ჩახლართული საქმე უნდა გამოიძიოს - მართლა მოხდა თუ არა მკვლელობა და ვინ არის ნამდვილი მკვლელი - მესამე გოგონა თუ ვიღაც სხვა, რომელსაც..
11.95
პადინგტონის სადგური 4:50
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
ელსფეთ მაკგილიკადი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა."
11.95