მუხრანი - 90 ამბავი #33
13.9
შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს.
პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე
ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა:
„საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები,
სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები...
P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, –
– ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 13.9
- წონა
- 0.207
- ნანახია
- 1097
მსგავსი პროდუქტები
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე
სერია: თან საკითხავი
„საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას.
ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“
წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
ილია ჭავჭავაძე - 180 ამბავი #6
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა
სერია: თან საკითხავი
წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.
მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
11.9
შეთქმულება 1942 - 77 ამბავი #57
ავტორი: როსტომ ჩხეიძე
სერია: თან საკითხავი
„ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო.
1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ.
ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით...
15.95
გალაკტიონი - 200 ამბავი #37
შემდგენელი: ნათია სიხარულიძე
სერია: თან საკითხავი
გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
16.95
2000-იანები - 100 ამბავი #15
ავტორი: გურამ წიბახაშვილი
სერია: თან საკითხავი
წიგნში წარმოდგენილი შავ-თეთრი ფოტოები სინამდვილეში ფერადია. მართალია, ციფრული ფოტოგრაფია XX საუკუნის ბოლოდან ყალიბდება, მაგრამ ჩემთვის ის მაინც XXI საუკუნეს უკავშირდება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პერიოდში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ციფრული ფოტოაპარატი, ვფიქრობ, 90-იანების მერე ცხოვრებაც გაფერადდა. დღესაც კი, თუ ციფრული კამერით ვიღებ, აუცილებლად ფერად ფოტოს.ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობდა...
11.7
პავლე ინგოროყვა - 125 ამბავი #35
ავტორი: როსტომ ჩხეიძე
სერია: თან საკითხავი
„პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში.
პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“. – როსტომ ჩხეიძე
13.95