ლექციები ლიტერატურაზე
30
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე
„ნაბოკოვის, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსის რეპუტაცია, რომელიც ინგლისურენოვან სამყაროში პუშკინზე მონუმენტური ნაშრომითა და ფროიდის, ფოლკნერისა და მანის შესახებ ქედმაღლური კომენტარებით შემოიფარგლებოდა, ერთიორად გაიზარდა ამ სალექციო კურსში მოქცეული სიღრმისეული და თანმიმდევრული შეფასებების მთელი სპექტრით, იქნება ეს ჯეინ ოსტინის „ჩაღიმებული“ სტილის არაჩვეულებრივი პორტრეტი, დიკენსის ხატოვანების გულთბილი მიმოხილვა, ფლობერის კონტრაპუნქტების მოწიწებით აღსავსე ანალიზი, თუ ჯოისის მოწიკწიკე სინქრონიზაციის რთული მექანიზმის კრძალვითა და რიდით გაშიშვლება, როგორც ბავშვი შლის თავის პირველ მაჯის საათს, რომ მისი შიგთავსი ნახოს”, — ჯონ აპდაიკი.
- გამომცემლობა
- პეგასი
- ფასი
- 30
- წონა
- 0.619
- ნანახია
- 979
მსგავსი პროდუქტები
ჩემი გორა მბორგალი ანუ ჯაზი, პოსტმოდერნიზმი და კორიდა
ავტორი: ჟაკლინ სირაძე
სად კორიდა და სად იდუმალებით მოცული მისტერია ქართველი ერისა? - კითხულობს მკითხველი. მაგრამ როცა ჯაზური ენით დაწერილ ჭაბუა ამირეჯიბის "გორა მბორგალში", ამ პოსტმოდერნისტულ რომანში ამოიკითხავს: "მთვარე კაბადოკზე მიცურავდა, ვერცხლისფრად იყო აელვარებული ცა...ღრუბლიდან ფრინველი გამოფარფატდა, ისიც მოვერცხლისფერო და ვეება. კეთლი,ლამაზი ფრინველი იყო.მთვარეს გამოუდგა",ხვდება,რომკორიდის მისტერიად გადაქცევა დამოკიდებულია იმაზე,მოახერხებს თუ არა ფრინველი შეაჯდეს მთვარეს, რაც იმასაც მიგვახვედრებს: დაძლევს....
13.3
ამარგი/ალუდას ნახტომი
ავტორი: ზურაბ კიკნაძე
სერია: MAGNUM OPUS
ზურაბ კიკნაძის წიგნის სათაური ამარგი, შუმერული სიტყვა, „დედასთან დაბრუნებას" ნიშნავს და თავისუფლების იდეას ატარებს. თავისუფლება შენს გენეზისთან, შენს თავთან დაბრუნებაა. ქვესათაური ალუდას ნახტომი, ყველასთვის ნაცნობია, მშობლიურიც არის. ბევრი გვიფიქრია მასზე. ალუდა მიდის და, სადაც უნდა წავიდეს, ვიცით, თავის თავს დაუბრუნდება. ის ტოვებს თავის ემპირიულ მეს და სიღრმისეულში ბრუნდება.
ამ წიგნში თითოეული ჩანაწერი, რომელიც სურვილისა და მოცალეობის შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურულ-ანთრო პო ლოგიურ ნაშრომადაც ქცეულიყო, ცხადად თუ შეფარვით საკაცობრიო პრობლემას შეიცავს. ავტორი გვთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ნათქვამ სიტყვებს და ქმნილ საქმეებს, და თავის ფიქრებს და განსჯას მათზე. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ეფემერულად და მარგინალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი ღირს დაფიქრებად, გამოგვადგება მედიტაციების საყრდენად. გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანისგან ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს, სწორედ იმის გამო, რომ წარმავალია და, ამდენად, განუმეორებელი.
29.95
ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე
ავტორი: ნუგეშა გაგნიძე
„გრიგოლ რობაქიძის მსგავსი ხვედრი ცოტას თუ რგებია – სამშობლოდან გაქცევა, ერთი ემიგრაცია, მეორე, უსახლკარობა, უსახსრობა... სწორედ ცხოვრების ეს აწეწილი გზაა იმის მიზეზიც, რომ ემიგრანტი მწერლის შემოქმედების მკვლევრები დღემდე ეძებენ და პოულობენ მის ტექსტებსა თუ ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს.
ნუგეშა გაგნიძის მონოგრაფია – ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე (1880-1962) – ამის კიდევ ერთი დასტურია. იგი წლებია, რაც ქართველი მწერლის ცხოვრების გზას ეძებს ევროპაში. ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო არქივებსა თუ პირად კოლექციებში მოპოვებულმა მასალამ ნუგეშა გაგნიძეს საშუალება მისცა, აღედგინა გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი. გარდა ამისა, მონოგრაფიაში მეცნიერულადაა გამოკვლეული მწერლის პუბლიცისტური და მხატვრული შემოქმედება, შედარებულია ტექსტების ვარიანტები, ობიექტურადაა შეფასებული ისინი იმ პერიოდის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში, თავად ავტორის მიერ თარგმნილია ბევრი საინტერესო გერმანულენოვანი ტექსტი...
ყოველივე ერთად კი ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ყველაზე სრულყოფილს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესახებ დღემდე დაწერილ გამოკვლევებს შორის.“ – ადა ნემსაძე
19.95
ლუჟინის დაცვა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
სერია: იკითხე კლასიკა
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს...
12.95