როგორ გავიგოთ ადამიანის ბუნება
11.95
ავტორი: ალფრედ ადლერი
წიგნში დემონსტრირდება ფსიქოლოგიური პრინციპების პრაქტიკული გამოყენება გარემომცველ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების არა მარტო ასაწყობად, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ორგანიზაციისთვისაც. ამ წიგნის მიზანია - პირველი რიგში, გვიჩვენოს, თუ ერთი ადამიანის ქცევის არასწორად შერჩეულ წესს როგორი დისჰარმონია შეაქვს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.. მეორეს მხრივ, ცალკეულ ადამიანებს ასწავლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორება და აღიარება.
- გამომცემლობა
- პეგა
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 555
მსგავსი პროდუქტები
მასების ფსიქოლოგია
ავტორი: გუსტავ ლე ბონ
მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი
ყდა: რბილი
22
ფსიქოლოგია
ავტორი: ჯილიან ბატლერი; ფრედა მაკმანუსი
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...
10.9
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია
ავტორი: მარინა კაჭარავა
წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.
28
ილუზიის მომავალი; სიზმართხილვის შესახებ;მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი
მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი
გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომი – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“
„მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს.
„სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება.
„ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით.
ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.
20
დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე
ავტორი: ქეთრინ კოლინი
მთარგმნელი: მარიამ ხაბეიშვილი
„დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე“ მარტივი ენითაა დაწერილი. აქ მრავლად ნახავთ გასაგებ ენაზე ახსნილ იდეებს, მარტივი დიაგრამებით წარმოდგენილ რთულ თეორიებს, დასამახსოვრებელ ციტატებსა და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და რწმენებს ეთამაშება. იმის მიუხედავად, ფსიქოლოგიის სტუდენტი ხართ, გამოცდილი ექსპერტი თუ სრულიად დილეტანტი, ამ წიგნში მრავალ საინტერესოსა და ახალს გაიგებთ.
60
დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ
რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი გამოვა ორ ტომად. პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.
მეორე ტომი ეხება იუნგის და ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზულიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხვევები.
35
დინამიკური ფსიქიატრია (ტომი 2)
წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები
35
ერების ფსიქოლოგია
ავტორი : გუსტავ ლე ბონი
შარლ მარი გუსტავ ლე ბონი (1841-1931) – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია ბრბოს ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული ბრბოს ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.
მიჩნეულია რომ ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები.
წინამდებარე ნაშრომი, „ერების ფსიქოლოგია“, საფრანგეშთი 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს წიგნი პირველი მცდელობაა ერების ქცევის მეცნიერული ახსნისა.
ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.
20
საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია
ავტორი: ი.ი. ამინოვი
წიგნში წარმოდგენილია საქმიანი ურთიერთობის სფეროში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების ასპექტები. განიხილება კონტაქტის დამყარების, პიროვნების შეფასებისა და მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, პარტნიორის სამეტყველო ქცევის, საქმიანი ინფორმაციის გაცვლისა და თანამოსაუბრესთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიის თავისებურებები.
41.7
სურვილების ასრულების "მასტერ-გასაღები"
ავტორი:ჩარლზ ენელი
ეს წიგნი, რომელიც კლასიკად ითვლება აზრის შემოქმედებითი ძალის შესახებ, გვაძლევს ყველაზე ნათელ, ამომწურავ და ამასთან მოკლე ახსნას იმ კანონებისა, რომლებიც ეხებიან ისეთ მოვლენას, როგორიცაა წარმატება. თუ თქვენ გინდათ რაღაცის მიღწევა - არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ უბრალოდ ცხოვრებაში, - "მასტერ-გასაღების" სისტემა გასწავლით, ეს როგორ გააკეთოთ. ჩარლზ ენელის ეს წიგნი ბილ გეიტსს და სილიკონის ველის მილიონერებს თავის სამაგიდო წიგნად მიაჩნიათ.
11.95
თანაგრძნობით სავსე ცხოვრება
ავტორი: დალაი ლამა XIV
თარგმანი: ნინო გოცირიძე
ტიბეტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის ეს წიგნი - მარტივი და ამავე დროს ღრმა აზრების ნაკრებია, რომლებიც ავტორმა განიცადა თავის ბერ-მონაზვნულ ცხოვრებაში. მისი უწმინდესობა ამტკიცებს , რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი - თვითონ ჩვენშივეა, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სილამაზის და სხვა ადამიანების სილამაზის გაგება, ჭეშმარიტი ბედნიერების და სიმშვიდის შესაძლებლობები აქ და ამჟამად გვაქვს.
5.5
ფსიქოანალიზი და რელიგია
ავტორი: ერიხ ფრომი
წინამდებარე გამოცემაში შესულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი ნაწარმოები: "ფსიქოლანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე". პირველ ნაწარმოებში ავტორი განიხილავს ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ათეიზმი და რელიგია. ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებასა და მეორის ამაღლებაში. "დოგმატი ქრისტეზე" საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი.
10.5