როგორ მივიღოთ გამოწვევები
12.95
ავტორი: ანა ბარნსი
სერია: ლურჯი ოკეანე
იმისთვის, რომ გამოწვევების მიღება შეგეძლოს, აუცილებელი არ არის, თვითგანვითარების ექსპერტი იყო. ცხოვრების სტილის მცირე შეცვლითა და პოზიტიური აზროვნებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდები. ამ წიგნში მარტივი რჩევებია, რომლებიც შთაგაგონებს და გაგამხნევებს. ისინი დაგეხმარება შინაგანი სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლაში.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.259
- ნანახია
- 398
მსგავსი პროდუქტები
გიყვარდეს ის, რაც არის
ავტორი: ბაირონ ქეითი
რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.
24.95
ეს არის მარკეტინგი
ავტორი: სეთ გოდინი
შესაძლოა ასეთ შანსს ელოდი: რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ. გამორჩეული მაშინ შეგიძლია გახდე, თუკი მიაგნებ და გაუგებ ადამიანებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა გსურს. როცა მათ მოზიდვას მოახერხებ, ისინი სიხარულით მოსდებენ ქვეყანას ამბავს შენზე.
16.95
მარკეტინგული ომები
ავტორი: რაისი ელ; ტრაუტი ჯეკ
სერია: ლურჯი ოკეანე
მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მარკეტინგული მიდგომები! მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სტრატეგები, ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი, წარმოგიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გაგვაცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს.
11.95
კმარა მობოდიშება, დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი
სერია: ლურჯი ოკეანე
წიგნში „კმარა მობოდიშება, დაო“ რეიჩელ ჰოლისი
გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ის უამრავ ქალს იცნობს, რომლებიც საკუთარი თავის სხვათა მოსაზრებების საფუძველზე შეფასებას მიეჩვივნენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოაჩინონ, ვინ არიან და რა სურთ თავად. ჰოლისი მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე და, ამასთან, შეახსენებს მიზეზებს, რომლებიც უნდა დაივიწყონ, ქცევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაონ, და უნარებს, რომლებიც უნდა შეიძინონ განვითარებისა და თავდაჯერებულობის მიღწევის გზაზე.
15.95
გონს მოეგე დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი
სერია: ლურჯი ოკეანე
"იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით,ცნობილი ონლაინსახე,TheChiSite.com-ის დამფუძნებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება,გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან,რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად გაცემული რჩევებითა და საკუთარი პრობლემების გულახდილად გაზიარებით,რეიჩელ ჰოლისმა ასობით გულშემატკივარი და გამომწერი შეიძინა."გონს მოეგე დაოს" თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით,რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით,რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა,..."
15.95