santaesperanza
სამეგრელო – ტოპონიმიკური ატლასი
სამეგრელო – ტოპონიმიკური ატლასი

სამეგრელო – ტოპონიმიკური ატლასი


150

ატლასი აერთიანებს სამეგრელოს ერთი ნაწილის – აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტოპონიმიკურ რუკებს, რომლებიც მოამზადა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელმა გივი ელიავამ. ეს უნიკალური მასალა დღეისათვის ამავე მუზეუმშია დაცული.

 

ავტორის დიდი სურვილი იყო არა მარტო სამეგრელოს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის სრული ტოპონიმიკური ატლასების გამოცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მას არ დასცალდა.

 

ნიგნი ტოპონიმიკური მასალის ამგვარი სახით გამოცემის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ქართულ სინამდვილეში. ადგილთა სახელწოდებების პუბლიკაცია სათანადო რუკების თანხლებით ორიგინალური და ამავდროულად მომხმარებელთათვის დიდად პრაქტიკული საშუალებაა.

ავტორი: გივი ელიავა

გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ტოპონიმიკური რუკები, ისე ტოპონიმთა ჩამონათვალი და შესაბამისი დოკუმენტური ინფორმაცია. გამოცემა დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით, გეოგრაფიით, ეთნოლოგიითა და ქართული ენათმეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას.

 

აბაშის, სენაკისა და ჩხოროწყუს ტოპონიმიკური რუკები ქვეყნდება პირველად.


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
150
წონა
2.799
ნანახია
508
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები