santaesperanza
სპილთაგვა
სპილთაგვა
სპილთაგვა
სპილთაგვა

სპილთაგვა


22
დეტალური აღწერა:

სპილთაგვა არის სამაგიდო თამაში რომელიც ეხმარება ბავშვებს, სწრაფად გაიაზრონ, დაარქვან სახელების ცხოველებს და იმიტაცია გაუკეთონ მათ ხმას.

თამაში შეიცავს:

  • 78 ცხოველების ბარათს

  • 6 ფერად ბარათს

  • 6 დიდ ფერად წრეს

  • 6 პატარა ფერად წრეს

როგორ ვითამაშოთ

მოთამაშეები რიგრგობით ირჩევენ ფერად წრეებს (საათის ისრის მიმართულებით) მაგრამ ყველა მოთამაშე მონაწილეობს თამაშში. არჩეული წრის ფერებიდან გამომდინარე, ისინი გამოიგონებენ ცხოველების სასაცილო სახელებს. დიდი წრის ფერი არის სახელის პირველი ნაწილისთვის, ხოლო პატარა - მეორე ნაწილისთვის.

 

თუ ორივე წრეზე ფერები ერთნაირია ან თუ ერთიდაიგივე ცხოველი არის მოცემული ორივე ფერის ბარათზე, მაშინ უნდა მიბაძოთ ხმას, რომელსაც ცხოველი გამოსცემს.

სიტუაცია 1: ბარათებზე ერთიდაიგივე ცხოველი, წრე ორი განსხვავებული ფერით.

 

სიტუაცია 2: ერთიდაიგივე ფერი ორივე წრეზე.

ბავშვი, რომელიც ასრულებს სწორ მოქმედებას პირველი, იმარჯვებს და იღებს ბარათებს ამ წრიდან - ერთ ბარათს, თუ წრეების ფერები ერთიდაიგივე იყო, 2 ბარათს, თუ წრეების ფერები სხვადასხვა იყო. შემდეგ, ცარიელი ფერადი ბარათები ივსება ცხოველების ბარათებით ძირითადი დასტიდან და შემდეგი რაუნდი იწყება.

ასევე, სამაგიდო თამაში - სპილთაგვა შეიცავს სხვადასხვა თამაშის იდეებს:

 

  • მოძრაობის სავარჯიშოები (ასაკი: 3 +)

  • ცხოველების კლასიფიკაცია (ასაკი: 3 +)

  • მეხსიერების თამაში (ასაკი: 3 +)

  • წარმოსახვითი ცხოველები (ასაკი: 4 +)

  • ცხოველების საცხოვრებელი გარემო (ასაკი: 4 +)

  • როგორ უნდა მოვიქცეთ ცხოველებთან (ასაკი: 4 +)


გამომცემლობა
EDUtoys
ფასი
22
წონა
0.259
ნანახია
876
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები