santaesperanza
სპინოზას ფილოსოფია
სპინოზას ფილოსოფია

სპინოზას ფილოსოფია


22

ავტორი:  მოსე გოგიბერიძე; სერგი დანელია; პეტრე შარია; დავით გალაშვილი

წიგნი – „სპინოზას ფილოსოფია“ შედგენილია რამდენიმე ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში სპინოზას ფილოსოფიის შესახებ შექმნილი ტექსტებისგან.

მოსე გოგიბერიძის მცირე ზომის ტექსტი „ბენედიკტუს სპინოზა“-სგან რომელიც პირველად „სახელგამში“ 1927 წელს გამოქვეყნდა. სერგი დანელიას ტექსტი – „მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში“ გახლავთ ერთ-ერთი თავი მისი წიგნიდან – „ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში“. პეტრე შარიას ტექსტი – „სპინოზას ფილოსოფიისათვის (ნარკვევი)“ გახლავთ „სახელგამში“ 1933 წელს გამოქვეყნებული წერილი რომელიც წარმოადგენს ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას დაბადების 300 წლის შესრულების გამო საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში წაკითხული მოხსენების სტენოგრამას. დავით გალაშვილი ტექსტი – „სპინოზა და ჰეგელი: გამიჯვნა, როგორც თვითდადგენა“ პირველად გამოქვეყნდა კრებულში: „კულტურა, რელიგია, ფილოსოფია“, გამომცემლობა მერიდიანი, 2019 წელს.

წიგნისთვის თანდართული წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით გალაშვილს.

 


გამომცემლობა
აქტი
ფასი
22
წონა
0.279
ნანახია
1098
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები