santaesperanza
სცენარები 1988-2014
სცენარები 1988-2014

სცენარები 1988-2014


14.95

ავტორი: ზაზა ხალვაში

 

„ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი.

 

ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად - ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“, – ლელა ოჩიაური.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.95
წონა
0.399
ნანახია
473
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები