ტირიფებში მოშრიალე ქარი
6.9
ავტორი: კენეტ გრემი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
კენეტ გრემის „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ 1908 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა. ამ საინტერესო ამბის უცნაური პერსონაჟების – ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშო გომბის მეგობრობა და ერთგულება მკითხველისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. დახვეწილი, შავ-თეთრი ილუსტრაციებით დამშვენებული ეს გამოცემა უდავოდ დაიმსახურებს თანამედროვე ბავშვების მოწონებას.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 6.9
- წონა
- 0.249
- ნანახია
- 1075
მსგავსი პროდუქტები
საიდუმლო შვიდეული (წიგნი1)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი
მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
მე, კოსმო
ავტორი: ქარლი სოროსიაკი
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
„მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი. ადრეული გაზაფხულის სუსხიანი ლურჯი დილა იდგა… მერე მაქსი გაჩნდა. დევიდმა, პატარა მაქსით ხელში, ჩაიმუხლა და მითხრა: – უფროსი ძმა ხარ, კოსმო. ხომ კარგად გაართმევ თავს? მაქსმა რომ თავისი კრიალა თვალები ნელა გაახილა და კმაყოფილმა შემომხედა, მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. რა მშვენიერი ბავშვი იყო! მაშინვე შემიყვარდა… თავდაჯერება მოკლე და მტკიცე ყეფით გამოვხატე… მე პირობა დავდე, რომ მაქსსა და ჩემს ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე ძაღლურად დავიცავდი“.
მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი ს- ის უფროსი ძმაა; მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.
12.9
ბურატინოს თავგადასავალი
ავტორი: ალექსეი ტოლსტოი
მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა.
მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა საბოლოოდ ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
7.9