santaesperanza
ტრამვაი, სახელად წარსული
ტრამვაი, სახელად წარსული

ტრამვაი, სახელად წარსული


19.95

ავტორი: ანდრო ბუაჩიძე

„ტრამვაი, სახელად წარსული“ პოეტისა და კრიტიკოსის, ანდრო ბუაჩიძის პროზაული კრებულია, რომელიც მოთხრობებს და ლიტერატურულ პორტრეტებს აერთიანებს. თვალსაჩინოა კრებულის მთლიანობა, რომელიც თემატური და ემოციური მონოლითურობით მიიღწევა; ყველა ტექსტს საერთო წიაღი კრავს – ავტორის მეხსიერება, ხსოვნის უფსკრული.

 

სწორედ ამ მეხსიერების აჩრდილები ცოცხლდებიან ლიტერატურულ პერსონაჟებად და მოვლენებად, ავტორი მათ შესახებ ვირტუოზულად ყვება. იქმნება ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის შთამბეჭდავი ეპოქალური სურათი, სავსე დრამატიზმით, ბევრი სიკვდილით და აღდგომით...საინტერესოა ასევე ამ ეპოქალური სამზერიდან გამოკვეთილი დანარჩენი კულტურული მსოფლიოს პანორამაც – ქვეყნები და ქალაქები, სადაც ავტორს სხვადასხვა დროს ყოფნა მოუწია და შესაბამისად, პარალელებზე რეფლექსიის შესაძლებლობაც მიეცა.

 

ქართული ესეისტიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის პორტრეტებიც, რომლებიც ამ კრებულიდან ამოშუქდებიან – პაოლო იაშვილის, ოტია პაჭკორიას, თამაზ ბაძაღუას, ზაზა თვარაძის და სხვათა ლიტერატურული ეტიუდები/ პორტრეტები.

 

ეგზისტენციალური ღიმილი უმთავრესი განწყობაა, რომლითაც ანდრო ბუაჩიძის მხატვრული სამყაროა განმსჭვალული. ღიმილის მიზეზი წარმავალის პირისპირ მდგომი წამის მოხელთებაა – თანაბრად საშიშიც, სევდიანიც და საზეიმოც...“ – ნინო სადღობელაშვილი

 


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.95
წონა
0.399
ნანახია
439
გაზიარება: