santaesperanza
ტუვა გლიმერდალიდან
ტუვა გლიმერდალიდან

ტუვა გლიმერდალიდან


9.9

ავტორი: მარია ფარი

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს.

წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია.

ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
9.9
წონა
0.316
ნანახია
1021
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები