უფარფლებო თევზი, სახელად რიტო
15.95
ავტორი: დავით ალთუნაშვილი
ამ წიგნში რიტოს გაიცნობ, პატარა, გონიერ თევზს, რომელიც უცბად იქცევს ყველას ყურადღებას ერთი, მისგან დამოუკიდებელი, მიზეზის გამო _ რიტოს, სხვა თევზებისგან განსხვავებით, ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. წარმოიდგინე, როგორ უნდა იცხოვროს უზარმაზარ ოკეანეში თევზმა, რომელიც ვერ ცურავს! ვერ წარმოიდგინე, არა? ამ წიგნში წაიკითხავ, რომ იქ, სადაც არის მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ცოდნა, ყველაფერი შესაძლებელია _ უფარფლებოდ ცურვაც, უფეხებოდ სიარულიც და, რაც მთავარია, სრული თანასწორობა.რიტოსთან, ბოკისთან და სხვა წყალქვეშა ბინადრებთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი და ჯადოსნური თავგადასავალი გელის.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 15.95
- წონა
- 0.419
- ნანახია
- 569
მსგავსი პროდუქტები
ამბები კატა კოტოსი
ავტორი: ვასო გულეური
მფრინავი კატა გაგიგია ? ალბათ, არა, თუმცა ახლა გაიცნობ. კეთილი, სამართლიანი და მზრუნველია კატა კოტო, თანაც დაფრინავს. ვერ ეგუება უსამართლობას და სხვების ჩაგვრას. ბედნიერია ჩვენი კოტო, რადგან თავისუფალია, ლაღია და, რაც მთავარია, ფრენა შეუძლია. გაიცანი კატა კოტო და მაშინვე შეგიყვარდება.
15.95
მძინარე მზეთუნახავი
რამდენი დაბრკოლება გამოიარა ურჩმა ხის ბიჭუნამ, რამდენ ფათერაკს გადაეყარა. არადა, მამიკო ჯეპეტოსთვის რომ დაეჯერებინა, ამდენს არ იწვალებდა. თუმცა, ვერც ჩვენ გავერთობოდით მისი თავგადასავლით. წაიკითხე ეს მშვენიერი ზღაპარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ უფროსებს აუცილებლად უნდა დაუჯერო.
13.95
ჩემი აფრიკელი ბებია
ავტორი: მარიამ წიკლაური
როცა ყველას ბებია ჩვეულებრივად იბადება, შენი კი მზიდან ჩამოვარდება და პირდაპირ შუა აფრიკაში, ნიანგების ტბაში მოადენს ტყაპანს, კი უნდა მიხვდე, რომ შენს თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ეს წიგნი ბებია ატატოზე და მის შვილიშვილებზეა, პიპინელათი აღმა-დაღმა რომ დაქრიან, ბავშვობის მეგობარ დაბუს და იმ ჯადოსნურ სათამაშოს დაეძებენ, რომელიც დიდი ხნის წინ ბებიას დაბუსთან დარჩა..
19.95
გიო
ავტორი: თამარ ფხაკაძე
ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.
11.95