უცხოეთში დაკარგული ქართველები - 60 ამბავი #3
14.95
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე
სერია: თან საკითხავი
ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში.
ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა).
ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.208
- ნანახია
- 1120
მსგავსი პროდუქტები
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე
სერია: თან საკითხავი
100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა.
საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.
ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა
სერია: თან საკითხავი
გამომცემლობა: არტანუჯი
1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში.
ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია.
ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ქართველი დრამატურგები - 100 ამბავი #48
ავტორ-შემდგენელი: ნინო თოდუა
სერია: თან საკითხავი
წიგნში თავმოყრილი ამბები ქართველი დრამატურგებისა და მათი თუ ნათარგმნი პიესების შესახებ არაერთ ინფორმაციას აერთიანებს. კრებულში ბევრ ისეთ ავტორს გაეცნობით, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად, ან სულაც, უცნობია.
ინფორმაციები ამოკრებილია მემუარებიდან, ნარკვევებიდან, პუბლიკაციებიდან და საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებიდან. რამდენიმე თანამედროვე დრამატურგმა, ამ კრებულისათვის, თავად დაწერა მოგონებები საკუთარი ცხოვრებიდან.
კრებულის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეროვნულ დრამატურგიასა და თეატრს ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, დავით კლდიაშვილი და სხვანი.
„ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიურად, რათა მკითხველმა ცხადად დაინახოს ის გზა, რომელიც ქართულმა დრამატურგიამ დღემდე გამოიარა.
15.95
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი
სერია: თან საკითხავი
პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს.
წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.
ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე
სერია: თან საკითხავი
„საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას.
ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“
წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
გერბები - 101 ამბავი #51
ავტორ-შემდგენელი: თორნიკე ასათიანი
სერია: თან საკითხავი
ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, შუა საუკუნეების რაინდული რომანტიკული სამყაროს განუყრელი ნაწილი და საისტორიო მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, ევროპასთან მოხშირებული კონტაქტის პარალელურად, საკმაოდ ფართოდ გავრცელდა საქართველოში. თუმცა შემდეგ დაუმსახურებლად იყო ტაბუირებული კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში.
თვით გერბის არსი მდგომარეობს ფაქტების, ლეგენდების, მოვლენების პირდაპირ თუ ირიბ ხატოვან გადმოცემაში. ყოველი გერბი რაიმე ისტორიას შეიცავს.
რატომ 101 ამბავი? ციფრი 0 ოვალურ ჰერალდიკურ ფარად წარმოვიდგინეთ, აქეთ-იქითა ერთიანები კი – ე. წ. ფარისმტვრითველებად. ასე რომ, როგორც გერბები მოიცავს ხოლმე ერთგვარად დაშიფრულ ამბებს, ისე 101-იც ალეგორიულად გამოხატავს ჰერალდიკურ კომპოზიციას.
15.95
ალექსანდრე მაკედონელი - 120 ამბავი #2
გამოსაცემად მოამზადა ნატო გორდელაძემ
სერია: თან საკითხავი
10