ფეხბურთი - 45 + 45 ამბავი #10
10
ავტორი: ზვიად ბერეკაშვილი
სერია: თან საკითხავი
„1872 წელს პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. მას შემდეგ ფეხბურთის ვირუსი საოცარი სისწრაფით მოედო დედამიწას, გადალახა ოკეანეები, მთები და დაატყვევა კაცობრიობა! იგი ყოველ ადამიანშია, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ფეხბურთი!
გთავაზობთ საოცარ ფაქტებს ფეხბურთის ისტორიიდან, ამბებს, რომლებიც ბევრი გულშემატკივრისთვისაც უცნობია. ეს ერთნაირად საინტერესო იქნება ფეხბურთის მოყვარულისთვის თუ ამ სპორტში ჩაუხედავი ადამიანისთვის.
დაბოლოს, სანამ წიგნს გადაშლიდეთ, გავიხსენებ „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელის, ბილ შენკლის უსაყვარლეს ფრაზას: „მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 10
- წონა
- 0.188
- ნანახია
- 1080
მსგავსი პროდუქტები
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე
სერია: თან საკითხავი
100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა.
საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.
ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა
სერია: თან საკითხავი
გამომცემლობა: არტანუჯი
1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში.
ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია.
ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ქართველი დრამატურგები - 100 ამბავი #48
ავტორ-შემდგენელი: ნინო თოდუა
სერია: თან საკითხავი
წიგნში თავმოყრილი ამბები ქართველი დრამატურგებისა და მათი თუ ნათარგმნი პიესების შესახებ არაერთ ინფორმაციას აერთიანებს. კრებულში ბევრ ისეთ ავტორს გაეცნობით, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად, ან სულაც, უცნობია.
ინფორმაციები ამოკრებილია მემუარებიდან, ნარკვევებიდან, პუბლიკაციებიდან და საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებიდან. რამდენიმე თანამედროვე დრამატურგმა, ამ კრებულისათვის, თავად დაწერა მოგონებები საკუთარი ცხოვრებიდან.
კრებულის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეროვნულ დრამატურგიასა და თეატრს ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, დავით კლდიაშვილი და სხვანი.
„ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიურად, რათა მკითხველმა ცხადად დაინახოს ის გზა, რომელიც ქართულმა დრამატურგიამ დღემდე გამოიარა.
15.95
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი
სერია: თან საკითხავი
პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს.
წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.
ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე
სერია: თან საკითხავი
„საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას.
ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“
წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
ილია ჭავჭავაძე - 180 ამბავი #6
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა
სერია: თან საკითხავი
წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.
მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
11.9
ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი #7
წიგნის ავტორ-შემდგენელი კახმეგ კუდავა
სერია: თან საკითხავი
ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.
12