ქმედება
11.95
ავტორი: სარა მანჰეიმერი
მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი
ნაწარმოებში პოეტურადაა გადმოცემული ბრძოლა ქალისა, რომელიც თავისი რეალობის დასამორჩილებლად და ცხოვრების აზრის შესაქმნელად იბრძვის. არსებობს სახლი და, რაც მთავარია ბიბლიოთეკა. მთხრობელი იუმორისტული ძიებით ცდილობს აღმოფხვრას თავისი განათლების სიმწირე, გადალახოს წიგნებისადმი გადაჭარბებული პატივისცემა და ამბივალენტური მიზიდულობა. რომანის მთავარი გმირის ცხოვრების დიდი ნაწილი „ყუების“ სამყაროს დაპყრობას ეხება.
- გამომცემლობა
- იბისი
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 1039
მსგავსი პროდუქტები
მედროშე სტოლის ნაამბობი
ავტორი: იოჰან ლუდვიგ რუნებერგი
მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი
„მედროშე სტოლის ნაამბობი “ პირველად ითარგმნა შვედურიდან ქართულ ენაზე. ნაწარმოები, რომელშიც მწერალმა ლიტერატურული პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები დახატა, სავსეა პატრიოტული გზნებითა და იუმორით. მასში ძირითადად ასახულია 1808-1809 წლების შვედეთის ომი რუსეთთან. ნაწარმოებში მრავალფეროვნადაა გადმოცემული გამარჯვებებისა და გმირობების ისტორია და შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია. ნაწარმოები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
19.95
ნევენა
ავტორი: ბურკარდ შპინერი
მთარგმნელი: მაია პეტერ-მირიანაშვილი
ბურკარდ შპინერის ამ საყმაწვილო რომანში ასახული პრობლემა თითქმის ყველა თანამედროვე ოჯახისთვისაა ნაცნობი. კომპიუტერული თამაშით გატაცებული 17 წლის ვაჟთან მამა საერთო ენას დაკარგავს. მათი ურთიერთობა მხოლოდ დუმილია. ოჯახური ტრაგედია, მძიმედ დაავადებული დედის დაღუპვა, ბიჭს კიდევ უფრო მეტად ჩაკეტავს თავის თავში. მამა ყველანაირად ცდილობს მასთან დალაპარაკებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. ერთ დღესაც ბიჭი დაკარგავს კომპიუტერულ თამაშში გაცნობილ გოგოს და დახმარებისათვის მამას მიმართავს.
11.95