santaesperanza

ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ


12.9

ავტორივალტერ ბენიამინი

 

მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940).

პირველი წერილი ხელოვნების ნაწარმოების »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით.

თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში.


გაზიარება:

გამომცემლობა
სა.გა.
ფასი
12.9
წონა
0.099
ნანახია
462