santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს
    ავტორი: სტიუარტ ფოსტერი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერკიდსი   ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი უფროსი ძმა შინიდან წავიდა... თუ წაიყვანეს?.. დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?
    12.95
    ყველაფერი ყირამალა
    ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი:რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი. მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.
    8.9
    ყველაფერი ყირამალა (7-8)
    ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ყვითელი კოდალას ორდენი (7-9) წელი
    ავტორი: მონტერუ ლობატუ მტარგმნელი: ელენე ჭავჭავაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   “ყვითელი კოდალას ორდენი” საკულტო საბავშვო ნაწარმოებია. მისი ავტორი ბრაზილიელი მწერალი, მონტეირუ ლობატუა. ის პატარა მკითხველს დაუჯერებელ ისტორიებს უყვება. ამასთან ერთად, წიგნი წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაცაა. ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე. ვის არ უფიქრია ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრაზე. ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე ისტორიების მოყოლაში. სწორედ ასე ატარებენ ზაფხულის არდადეგებს ყვითელი კოდალას სახლის ბინადარი ცხვირპაჭუა და პედრინიო. მათ ამბავს ულამაზესი თოჯინა ემილია გვიყვება. ის მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გონიერი და საუკეთესო იდეების ავტორია.
    14.9
    ყოჩაღი ბაჭია ტიმი
    რა უნდა ქნა, როცა ძალიან გინდა მოგზაურობა, მშობლები კი უარს ამბობენ? ან, როცა ავად ხარ, დედა საწოლიდან ადგომის ნებას არ გაძლევს, შენი მეგობრები კი მდინარეზე სათამაშოდ გეპატიჟებიან? როცა მშობლები შინ არ არიან, გარეთ კი უკვე ღამეა? ან ტყეში გზა აგებნა და უმცროს დაიკოს შენზე მეტად ეშინია? ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს. ის ყოჩაღი ბაჭიას სახელსაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან.
    19.9
    შავი ისარი
    ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა რობერტ ლუის სტივენსონის ისტორიული რომანი „შავი ისარი“ პირველად 1888 წელს გამოქვეყნდა მოთხრობების სერიაში „ტანსტოლის ტყის მოთხრობები“. ნაწარმოების მოქმედება ინგლისში, წითელი და თეთრი ვარდების ომის პერიოდში მიმდინარეობს, მისი მთავარი გმირი, ახალგაზრდა რიჩარდ (დიკ) შელტონი კი მამამისის მკვლელობის ამბავს იძიებს. შავ ისარს შელტონი მკვლელის კვალზე გაჰყავს, საბოლოოდ კი შავი ისრის ყაჩაღებს უერთდება და ომის მონაწილე ხდება.
    8.9
    შარლ პერო-ოქროს კოლექცია
    ავტორი: პერო შარლ   ეს მშვენიერი, საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს შარლ პეროს უკვდავ და განსაცვიფრებელ ზღაპრებში ამოგზაურებს.
    24.95
    შარლოტის ქსელი
    ავტორი: ე. ბ. უაითი მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი, ბექა არაბული სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „შარლოტის ქსელი“ ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. უილბურს ობობა შარლოტი შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს: თურმე გოჭის სიცოცხლე საფრთხეშია – მალე ვიღაცის თეფშზე ბეკონად ამოჰყოფს თავს. შარლოტი გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ იხსნას სიკვდილისგან უილბური. ამ გეგმის განხორციელებაში მას ბოსლის ერთ-ერთი ბინადარი, ვირთხა ტემპლტონი ეხმარება.
    9.9
    შეიჭყიტე ზოოპარკში
    ქართული ტექსტი: ნინო ილაშვილი გარეული ცხოველებისა და მათი ნაშიერების გასაცნობად შეიჭყიტე ზოოპარკში. ამაში „ფანჯრებში“ ამოჭრილი ნახატები დაგეხმარება.
    9.9
    შეიჭყიტე ფერმაში
    ქართული ტექსტი: ნინო ილაშვილი შინაური ცხოველებისა და მათი ნაშიერების გასაცნობად შეიჭყიტე ფერმაში. ამაში „ფანჯრებში“ ამოჭრილი ნახატები დაგეხმარება.
    9.9
    შეკრება და გამოკლება (დაწერე და წაშალე)
    გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება იმაში, რომ შეკრება და გამოკლება ოცის ფარგლებში მარტივად და ხალისით ისწავლონ. წიგნი გაყოფილია ორ ნაწილად: ერთი ნაწილი მთლიანად ეთმობა შეკრებას, მეორე – გამოკლებას. გვერდები ილუსტრირებულია და ნახატებით დაწერილი სავარჯიშოების ამოხსნა უფრო საინტერესო იქნება ბავშვებისთვის.   წიგნს ასევე მოყვება ფლომასტერი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.   
    9.9
    შენი გარემო (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სხვადასხვა ტიპის სახალისო დავალებებს აერთიანებს. სოფელი, ქალაქი, ეზო, ტყე მეტ-ნაკლებად ნაცნობი გარემოა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, ამიტომაც ისინი ინტერესით ამოხსნიან ყველა თავსატეხს, რომლებიც ამ წიგნში დახვდებათ.
    9.9
    შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვმალავ
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი; სარა შვარტი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი
    18.95
    შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი
    ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა კრებული „შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი“ აერთიანებს შვიდ მოთხრობას და მცირე რომანს „ოთხთა ნიშანი“. დოქტორი უოტსონი ისევ უყოყმანოდ მიჰყვება მეგობარს ნებისმიერ სახიფათო საქმეზე, რომლებსაც გამჭრიახი დეტექტივი მუდამ დიდი წარმატებით ხსნის. ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
    10.9
    შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება
    ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „თუ ჰოლმსი არ მოვკალი, მაშინ ის თავად მომიღებს ბოლოს“ – 1893 წელს ართურ კონან დოილმა გადაწყვიტა, შერლოკ ჰოლმსის შესახებ აღარაფერი დაეწერა. თუმცა, მოთხრობას, რომელშიც ჰოლმსი იღუპება, მკითხველები აღშფოთებით შეხვდნენ; ისინი დაჟინებით ითხოვდნენ დეტექტივის დაბრუნებას და ავტორიც იძულებული გახდა, გაეცოცხლებინა გმირი. ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
    9.9
    შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (11-12)
    ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა    
    10.9
    შეუდარებელი ბატონი მელია
    ავტორი: როალდ დალი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ერთ პატარა ხეობაში სამი ფერმერი ცხოვრობს – გოდორა, ტიკჭორა და წოწოლა. მათ მყუდროებასა და უდარდელ ყოფას მხოლოდ ერთი მელია არღვევს, რომელიც ყოველდღე იპარავს შინაურ ფრინველებს და სოროში მიარბენინებს ქალბატონი მელიასა და მელაკუდების გამოსაკვებად. განრისხებული ფერმერები ბოლოს და ბოლოს შურისძიებას გადაწყვეტენ. როგორ გგონია, დაიჭერენ ქურდბაცაცას? მხოლოდ იმას გაგიმხელ, რომ ეს ერთი უბრალო მელია კი არა, შეუდარებელი, გონიერი და მამაცი ბატონი მელიაა, რომელსაც ფერმერების მუქარა საერთოდ არ აშინებს.
    7.9
    შვედური ზღაპრები (6 წლიდან)
    ავტორი: სხვადასხვა მთარგმნელი: დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    შველი, სახელად კოპლი
    ავტორი: ელენ პიტერსი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა – გზაზე შველს მანქანა დაეჯახა. ნადიამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, მაგრამ პაწაწა ნუკრს სიცოცხლე აჩუქა. ასე გაჩნდა „მუხის კორომის” ფერმაში ლამაზთვალება ციცქნა კოპლი. ჯეინმა დედობილის მოვალეობა იკისრა, ნუკრს მზრუნველობას არ აკლებდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ ხიფათი ვერ ააცილა. რა დაემართა კოპლს? რატომ ვერავინ დაეხმარა? რა ბედი ეწევა – ფერმაში დარჩება თუ თავშესაფარში იცხოვრებს? – ჯეინს ფიქრი მოსვენებას არ აძლევს…
    8.9
    შვლის ნუკრის ნაამბობი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.  
    11.95
    შინაური ცხოველები საბავშვო ბაღში
    სერიაში მოცემულია: ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები.
    3.9
    შობის წინა ღამე
    ვტორი: კლემენტ კლარკ მური    ჯადოსნური ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ ულამაზეს წიგნში სანტას მოგზაურობის მაგიური ბრწყინვალებაა ასახული. ეს მხატვარმა ჩარლზ სანტორიმ მართლაც რომ ჯადოსნურად შეძლო. გადაშალე და თავად დარწმუნდები. ეს წიგნი სამუდამოდ დაამახსოვრებს თავს ყველას _ დიდებსაც და პატარებსაც. რაც მთავარია, იგი არაჩვეულებრივ საშობაო განწყობას შეგიქმნით.
    24.95
    შუაღამის ბანდა
    ავტორი: დევიდ ულიამსი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერქიდსი   რა დაჯგუფება გგონიათ შუაღამის ბანდა? ფიქრობთ, ეს ბოროტმოქმედთა გაერთიანებაა? ასე არ არის. გაინტერესებთ? გაიცანით ”ლორდი ფანტის სახელობის საავადმყოფოს“ პაციენტები, რომლებიც ორმოცდამეოთხე სართულზე, საბავშვო პალატაში წვანან! ესენი არიან: ტომი, 12 წლის, კრიკეტის ბურთი მოხვდა და თავი სტკივა, ემბერი, 12 წლის _ ორივე ხელი და ორივე ფეხი მოიტეხა, მათი თანატოლი რობინი _ თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერ ვერაფერს ხედავს, ჯორჯი, 11 წლის _ გლანდები ამოჭრეს, სალი, 10 წლის _ ძალიან ავადაა და უმეტეს დროს ძილში ატარებს. და შუაღამის ბანდის დამაარსებელი და ლიდერი _ საავადმყოფოს თანამშრომელი, ასაკოვანი კაცი, რომელიც ათას ოინსა და გასართობს იგონებს, მზადაა მთელი მედპერსონალი ფეხზე დააყენოს, ოღონდ კი ბავშვებს ავადმყოფობა დაავიწყოს. შუაღამე ის დროა, როდესაც ყველა ბავშვს ღრმად სძინავს. ...გარდა ბანდისა! მისი თავგადასავალი სწორედ შუაღამეს იწყება!
    12.95
    ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
    ავტორი: როარდ დალი მთარგმნელი: მედეა მგალობლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    9.9