santaesperanza
ჩვენი მეგობარი და მოკავშირე
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი , ლევან ბრეგაძე, მაია ჭოლაძე, მედეა იმერლიშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინო სადღობელაშვილი, როსტომ ჩხეიძე, სოლომონ ცაიშვილი   „ძვირფასო მკითხველო, ეს გამოცემა ლოგიკური გაგრძელებაა პუბლიკაციების ციკლისა, რომელიც „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ ინიციატივით, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გამომცემლობა „არტანუჯთან“ თანამშრომლობით ბოლო წლების განმავლობაში დაიბეჭდა.   2019 წელს მოწადინებულები ვიყავით, ბერტა ფონ ზუტნერის ეპოქალური რომანი „ძირს იარაღი!“ პირველად ქართულ ენაზე თარგმნილიყო, მისი ორიგინალისეული გამოცემიდან საიუბილეო 130-ე წლისთავზე; შემდგომ წლებში ზედიზედ გამოიცა მშვიდობის პირველი ნობელიანტი ქალის მოგონებები „ქართველებთან და საქართველოში“ და მისივე თვალით დანახული და ევროპელებისთვის გაზიარებული „წერილები საქართველოდან“.   მოვიდა დრო, ბერტა ფონ ზუტნერის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით ქართული პერსპექტივიდან შეფასებულ და აღიარებულ ავსტრიელ მწერალზე ვისაუბროთ. ეს გამოცემა „ბერტა ფონ ზუტნერი – ჩვენი მეგობარი და მოკავშირე“ იმის მცდელობაა, რომ სრულად გაგვეერთიანებინა ბერტა ფონ ზუტნერზე სხვადასხვა დროს (ზოგიერთი კი საგანგებოდ ამ კრებულისთვის) შექმნილი წერილები და ესეები. ამიტომ წიგნში სრულყოფილად ჩანს ბარონესას პორტრეტი – მწერლის, ქალის, საქართველოს გულშემატკივრის, მშვიდობის მოძრაობის ლიდერის. მისი სიბრძნე და მკვეთრი ანალიზი ომისა და მშვიდობის შესახებ დღემდე აქტუალურია.   ეს წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ მღელვარე ჟამს ბერტა ფონ ზუტნერის ფილოსოფიას, რომ ომები ადამიანებისგან იქმნება, და მშვიდობაც.“ – სალომე ადამია, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) თავმჯდომარე
12.9
ცა მიწიდან იწყება
ავტორი: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.   დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.   ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.   აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.   კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.
15
წიგნის ნადიმები
ავტორი: მალხაზ ხარბედია გამომცემლობა: ვაზი „ეს წიგნი გვედიგვერდ სიარულზეა, ხელიხელჩაჭიდებულ ლიტერატურაზე და გასტრონომიაზე, სიტყვაზე და საკმაზზე, ტექსტზე და კერძზე. ტექსტით სიამოვნებაც ხომ ძალიან ჰგავს გასინჯვას, დაჭაშნიკებას“ მალხაზ ხარბედია
16
ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი
„ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – თითქოს ბიოგრაფიული ტექსტია და თან არც არის ბიოგრაფიული. ფეხბურთელს კარიერის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი წინ აქვს, შესაბამისად წიგნი უფრო პორტრეტია – ხვიჩასი, მისი ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე – მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება.   აკა მორჩილაძის წინასიტყვაობით   გიორგი კეკელიძე – პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი, წიგნის, პრესისა და დამწერლობის მუზეუმების შექმნის ინიციატორი, lib.ge-სა და lib-აკადემიის დამაარსებული. პრემიების – „საბას“ და „წინანდლის“ ლაურეატი. მისი წიგნები „გურული დღიურები“ და „თომას ზღაპრები“ ბესტსელერებია და ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
19.95
ჯაზის ცხოვრება
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე. ლუი ამსტრონგს უთქვამს: „ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!“ იკითხეთ „ჯაზის ცხოვრება“ და ნუღარ იკითხავთ „რა არის ჯაზი?“ წიგნისათვის ავტორს 2010 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა.
24.95
სიახლე
„აუტანელი“ ქალები / აუტანელი კაცები
ავტორი: სოფიო შამანიდი   ამ წიგნში თავმოყრილია სოფიო შამანიდის კვლევები, რომლებშიც ავტორი ანტიკური პერსონაჟების ლიტერატურულ სახეცვლილებებს განიხილავს. „აუტანელი ქალები“ და „აუტანელი კაცები“ რამდენიმე გამორჩეულ ანტიკურ პერსონაჟს (მათ შორის, მედეას, კლიტემნესტრას, ელენეს, აგამემნონს, ოდისევსს და ა.შ.) თავიანთ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით წარმოაჩენს და ასევე გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ამ პერსონაჟების მიმართ სხვა ავტორთა თუ კრიტიკოსთა დამოკიდებულება. ავტორმა ფილოლოგიური ტექსტები ისეთი სახით წარმოგვიდგინა, რომ წიგნი საინტერესო საკითხავია არა მხოლოდ ფილოლოგებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ქალისა და კაცის ლიტერატურული ურთიერთობები აინტერესებს.
14.9