santaesperanza

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ფასდაკლება
ფუკოს ქანქარა
ავტორი: უმბერტო ეკო  ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი მეც-ნიე­რე­ბე­ბით, საი­დუმ­ლო სა­ზო­გა­დოე­ბე­ბით, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბით ერ­თო­ბიან. ასე, თამაშ­-თა­მა­შით, მოი­ფიქ­რე­ბენ „გეგ­მას“, მაგ­რამ მე­ტისმე­ტი მოს­დით: ვი­ღაც მარ­თლა დაი­ჯე­რებს მათ შეთ­ხზულ ის­ტო­რიას და დაუნ­დო­ბელ ბრძო­ლას იწ­ყებს საი­დუმ­ლოს გა­სა­ღე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დებად...
19.47 29.95
კომპასი
ავტორი: მატიას ენარი ავტორი: პაატა ჯავახიშვილი მატიას ენარი (1972), ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა. „კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე... სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..
19.95
აუსტერლიცი
ავტორი: ვ.გ. ზებალდი მთარგმნელი: მაია ბადრიაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა «აუსტერლიცი» ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს. ზებალდის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე განუსაზღვრელია, «აუსტერლიცი» კი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ერთ-ერთ მთავარ წიგნად ითვლება. მწერლის ტექსტების ჟანრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ, ტრადიციულად, მათ რომანებად მოიხსენიებენ. სულ ზებალდმა ოთხი რომანი დაწერა. ოთხივე მათგანი დოკუმენტური და მხატვრული პროზის მიჯნაზეა, რასაც წიგნებს თანდართული შავ-თეთრი ფოტოებიც უსვამს ხაზს. «აუსტერლიცი» გერმანელი მწერლის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. «დიოგენეს» ასევე გამოცემული აქვს ზებალდის «ემიგრანტები».
19.95
კელის საძმოს უტყუარი ამბავი
ავტორი: პიტერ კერი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა     „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს. წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით. This project has been assisted by the Australian Government through the Australia Council, its arts funding and advisory body.
24.95
ანომალია
ავტორი: ერვე ლე ტელიე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა 2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი _ ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...   ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ის მიეკუთვნება, ალფრედ ჟარის მიერ დაარსებული პატაფიზიკაა. ტელიე ვიანის, პერეკის, კენოსა და სხვა დიდი მწერლების საქმის გამგრძელებელია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.    წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.
24.95
ჯოზეფ ანტონი
ავტორი: სალმან რუშდი მთარგმნელი:  გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   1989 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... სწორედ მაშინ გაიგო პირველად მწერალმა სიტყვა ”ფათვა”. ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი ”ეშმაკეული აიები” ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ისე გამოდიოდა, თითქოს საკუთარი ნებით კი არ დაეწერა რაღაც წიგნი, თვით შაითანის ნაკარნახევი აიები გადაეტანა ფურცელზე! აი, ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი კაცი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა მუდმივად ეცვალა ადგილსამყოფელი, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა - ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი. ამ წიგნში სალმან რუშდი პირველად ყვება სიტყვის თავისუფლებისათვის გადატანილი რთული ბრძოლის ყველა წვრილმანს - როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ, როგორ ცდილობდა მთავრობის მხრიდან თანადგომისა და გაგებისათვის მიეღწია, რა ურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, გამომცემლობებთან, ჟურნალისტებთან თუ თანამოკალმეებთან, როგორ მოახერხა კვლავ მოეპოვებინა თავისუფლება...
24.95
სიახლე
სტოუნერი
ავტორი:ჯონ უილიამსი მთარგმნელი: ნინო თევზაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა    ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან გაარღვია სივრცე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლიტერატურის მოყვარულთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.  ეს არის წიგნი სიყვარულზე, ოცნებებზე, იმედგაცრუებაზე, რწმენაზე, პრინციპების ერთგულებაზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობაზე, მთავარი გმირის ბედს, მის გზას, ცოლთან, შვილთან, მეგობრებსა თუ მეტოქეებთან ურთიერთობას კი ლიტერატურის უდიდესი სიყვარული განსაზღვრავს.    ფერმერის ოჯახში დაბადებული უილიამ სტოუნერი უარს ამბობს მშობლიურ სახლში დაბრუნებაზე და უნივერსიტეტში რჩება მასწავლებლად. შექსპირის შემოქმედებით შთაგონებული სწორედ ლიტერატურის დახმარებით ახერხებს გაუმკლავდეს სიძნელეებს, გადადგას თამამი ნაბიჯები, იპოვოს საკუთარი თავი და არ შეუშინდეს სიკვდილს, რადგან მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია, ადამიანს მრუმე სამყაროში სინათლე დაანახვოს.
24.95
მეთხუთმეტე უბნიდან
ავტორი: მეივის გალანტი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძე    ზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.  
25.95
შავი პრინცი
ავტორი: უკანასკნელი სამყარო მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი (1919-1999) სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული. „შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.     ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა წიგნის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ხდება.
27.95
მე, კლავდიუსი
ავტორი: რობერტ გრეივზი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენის ბიბლიოთეკა     „მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც  არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში  - „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“... ასე იწყება ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა. „მე, კლავდიუსი“ XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაა დასახელებული.
29.95
სიახლე
უთვისებო კაცი (II)
ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
29.95
ნაზი თოვა
ავტორი: ჯუნიჩირო ტანიძაკი მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი გამომცემლობა: დიოგენე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. „ნაზი თოვა“ ოჯახური საგაა, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის იაპონიის გზამკვლევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში შთამბეჭდავ ლირიზმს მკრთალ ფონად გასდევს ქვეყანაში მილიტარიზმისა და აგრესიის აღზევება.  აღსანიშნავია, რომ ჯუნიჩირო ტანიძაკი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
34.95
სიახლე
უთვისებო კაცი (I)
ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
34.95
ზღვა, ზღვა
ავტორი: აირის მერდოკი   აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება. 1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
39.95
ემიგრანტები
ავტორი: ბუნინი ივან, ნაბოკოვი ვლადიმირ, დოვლატოვი სერგეი, მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი
25
ინგლისი, ინგლისი
ავტორი: ჯულიან ბარნსი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   ”ინგლისი, ინგლისი” ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში - ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? - ქვეყანაში,სადაც ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება,რომანის მთავარი გმირი,მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.
20.95