santaesperanza
ექიმი ჟივაგო
ექიმი ჟივაგო

ექიმი ჟივაგო


24.95

ავტორი: ბორის პასტერნაკი

სერია: აკრძალული წიგნების თარო

რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნოდარ ნონიაშვილმა

 

ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა. დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისათვის ბორის პასტერნაკს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალი აიძულა პრემიაზე უარი ეთქვა.

 

რომანის სიუჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის – ნიჭერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის – იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს...


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.95
წონა
0.7269
ნანახია
352
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები