ინსომნია 2022
12.9
სხვადასხვა ავტორი
რაც უფრო ქაოსური და აპოკალიფსურია რეალობა, მით უფრო დიდია ჟანრული ტექსტების მნიშვნელობა. დღეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები გზამკვლევებად იქცნენ კოლაფსის პირას მყოფი სამყაროს ხალხებისთვის.
ეს წიგნი სახიფათო და დაუჯერებელი სამყაროების მორიგი ენციკლოპედიაა, რომელსაც ქართული ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ გთავაზობს.
ფესტივალი „ინსომნია“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციას
ქართველ მკითხველთა შორის.
ეს წიგნი 2022 წელს საფესტივალო უძილობისას შეიქმნა და ის, ტრადიციულად, შვიდი ფინალისტის მოთხრობასა და
ფობიოგრაფიას აერთიანებს.
- გამომცემლობა
- სილაკაური
- ფასი
- 12.9
- ნანახია
- 87
მსგავსი პროდუქტები
მოთხრობები სიყვარულზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
„მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.
12.9
ზღვა და ალუბლები
ავტორი: გიორგი სოსიაშცილი
ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი?
თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა.
მე დავიწყე, შვილო, მე… ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო…
გიორგი სოსიაშვილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.
„ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
10.9
ანთოლოგია - დროთა კავშირი (XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები)
კრებული
გამომცემლობა: მედუზა
კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო
ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი.
აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი
კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე,
რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ
ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი
კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს;
წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ
ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც
ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ
ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ
დედამიწაზე ამოყოფს თავს.
სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან
მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად
მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების
საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე
დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი
ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი
დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად
ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.
16.9