santaesperanza
მაგიის თეორია და პრაქტიკა
მაგიის თეორია და პრაქტიკა

მაგიის თეორია და პრაქტიკა


48

ავტორი: ალისტერ ქროული

მთარგმნელი:გიგა ბერიაშვილი

 

ამ წიგნში ყველაფერს შეხვდებით: კაბალას მიმოხილვას, ასტრალური განზომილების შესახებ ცნობებს, ევქარისტიას და სხვა ალქიმიურ პროცესებს, ცერემონიალურ და დრამატულ მაგიას, მისნობას, იდუმალ ჟესტებს, ოკულტურ ფორმულებს, განდობისა და ინიციაციის საკითხებს, გასული ინკარნაციების გახსენების შესახებ ინფორმაციას, ნათელხილვასა და მითითებებს წმინდა მფარველი ანგელოზის შეცნობისა და მასთან საუბრისათვის, რაც ამ სწავლების მთელი საფუძველია.

ქროული ბუნებაში არსებული სხვადასხვა ძალების, ენერგიებისა და მოვლენების გამოწვევასა და მათთან გამკლავებაზე, მათ მოხვეჭასა და ჭეშმარიტი ნებისათვის მიმართვაზე საუბრობს; ასევე, მომოიხილავს თავის გამოცდილებას, გვთავაზობს თავის დაკვირვებას, გვიზიარებს ბუნებაში არსებული კანონების შესახებ თავის ცოდნას და თელემას ორდენების სწავლებას აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებად და ხელმისაწვდომად აქცევს. ხოლო ეს მსჯელობა ოკულტისტი ავტორებისთვის დამახასიათებელი ხელოვნური მისტიფიკაციის გარეშე ხდება, სპეციფიკური ჟარგონებისა და ალეგორიული ენის გარეშე, რაც მაგიის პროცესს, ნების ჩასახვიდან გამოვლინება-განხორციელებამდე, აბსოლუტურად გასაგებს ხდის და აღარ გიჩნდება განცდა, რომ რაღაც ფანტასტიკის სფეროზე გელაპარაკებიან.

რაც ყველაზე მთავარია, Frater Perdurabo ამ წიგნში მაგიის 28 თეორემას აყალიბებს, რომლის დახმარებით, მაგია ყველასთვის შესაძლებელი ხდება. (ამ წიგნის დევიზია "მაგია ყველასთვის!")
 


გამომცემლობა
ახალი ეონის ბიბლიოთეკა
ფასი
48
ნანახია
270
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები