მხევლის წიგნი
16.95
ავტორი: მარგარეტ ეტვუდი
მთარგმნელი: ანა კოპალიანი
სერია: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობელით. რა თქმა უნდა, , ის სრულიად განსხვავებული იქნება“, – უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ – წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად – უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... نام მხოლოდ რეპროდუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 120
მსგავსი პროდუქტები
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
ავტორი: დელია ოუენსი
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.
დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.
15.9
ცოცხლად დამწვარი
ავტორი: სუადი *
თარგმანი: ეკატერინე სუმბათაშვილი
ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგვარი პროტესტია ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს.სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია, რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება, დღესაც კი.
11.95
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს.
აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია.
ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9
მერძევე
ავტორი: ანა ბერნსი
მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა, რაშიც უინიფრედ ჰოლტბის მემორიალური პრიზი მიიღო, 2018 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი რომანი „მერძევე” გამოვიდა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ბუკერის პრემია დაიმსახურა.
ნაწარმოების სიუჟეტი ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება, სადაც უსაფრთხოდ რომ იყო, არაფრით უნდა გამოირჩეოდე. რომანის მთავარი გმირი 18 წლის გოგონაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. როდესაც საინტერესო ხარ, ესე იგი გამჩნევენ და თუ გამჩნევენ, შენი ცხოვრება იცვლება.
17.9
საკანცელარიო მაღაზია თეირანში
ავტორი: მარჯან ქამალი
მთარგმნელი: თეონა ბითაძე
საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება. ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება. ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
16.9
ოთხი ქარი
ავტორი: კრისტინ ჰანა
მთარგმნელი: ლადო გიგაია
ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა.
ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.
16.9